მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

სამღვდელთმთავრო ლიტურგიის განმარტება

(გრიგოლ მანსვეტოვის ნაშრომის – "მოკლე განმარტება ლიტურღიისა" -ს მიხედვით)

 

I – შესავალი


გრიგოლ მანსვეტოვის ნაშრომი – "მოკლე განმარტება ლიტურღიისა", ინახება საჯარო ბიბლიოთეკაში და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს . წიგნი თარგმნილია რუსული ენიდან 1952 წელს, სიონის ტაძრის მღვდელმსახურის – მამა გრიგოლ ცამციევის (იგივე ცამციშვილის მიერ). მასში ეპისკოპოსის მსახურების განმარტება კი განთავსებულია – 91- 98 გვერდებზე .

 

დამატება II


რომელთამე წესთათვის, ლიტურღიისა ჟამსა სამღუდელო მსახურებისასა მღუდელთ-მთავრისამიერ აღსასრულებელთა .


***


შემდგომ ლოცუათა შესვლისათა, მღუდელთ-მთავარი შთამოვალს ვიდრე დასავლეთთა კართა ტაძრისათა, ამის მიერ ჰნიშნავს ღმრთისა სიტყვისა ჩუენდა მომართ შთამოსლვასა; შეიმოსს სამღუდელოსა შესამოსელსა, აღნიშნავს განხორციელებასა ძისა ღმრთისასა; მის წინაშე მსახურნი დიაკონნი გამოჰხატუენ ანგელოსთა, ხოლო საიდუმლოდ განხილვითა ქრისტეს განკაცების ნამსახურებათა .


წინათ დაწყებისას ლიტურღიისა კათაკმეველთასა მოვლენან მღუდელთ-მთავრისადმი თანამწირველნი მღუდელნი და დასდგებიან გარემოს მისსა წესისამებრ, ჰნიშუნენ ეგრეთუე ანგელოსთა, რომელნიცა ჰმსახურებენ მას მთასა ზედა შემდგომ ნათლისღებისასა, და ძლევასა სატანასა ზედა (მათე.4.11), მოციქულთაცა, რომელნი იყუნენ მისგან აღრჩეულნი, ვითარცა მოწამენი მისისა ცხოვრებისა და წამებისანი; მღუდელთ-მთავარი, მყოფობს დასავლეთთა კარებთა თანა, ვიდრე მცირეს შესულამდე ჰგიეს მდუმარებასა შინა, და დაწყებასა ლიტურღიისასა არწმუნებს მღუდელსა, ამის მიერ ჰნიშნავს ქადაგებასა იოანე წინა-მორბედისასა, მეტყუელისა შეინანეთ! რომლისა მიერ წინასწარმეტყუელმან ამან განუმზადა გზა უფალსა; ვიდრე მღუდელთ-მთავარი მუნ ჰგიეს, სამეუფოთა კარნი არიან განხმულნი, ამით აცხადებს კართა ზეცასათა, განხმულთა ჟამსა თვით მოსულისა ქუეყანასა ზედა ძისა ღმრთისასა, ამისთვის თვით იგივე გუამცნებს: ამიერ იხილენით ცანი განხმულნი, და ანგელოსნი ღმრთისანი აღმავალნი, და გარდა-მომავალნი ძესა ზედა კაცისასა. (იოანე . 1.51)


მცირე შესვლა


მცირე შესულა აღესრულების ღუთივ-განზრახვითა ამით წესითა: მღუდელნი, გამოვლენ რა მღუდელთ-მთავრისადმი საკურთხევლით, ჰნიშუნენ ზეცით შთამოსულასა ანგელოსთასა ჟამსა ქრისტეს ამაღლებისასა; მღუდელთმთავარი, თანაწარძღუანებული და პყრობილი თანამწირველთა მიერ, დიდის დიდებით შევალს საკურთხეველსა შინა, ვითარცა თვით ზეცათა შინა, ამის მიერ ჰნიშნავს, რომელ იესო ქრისტემან დაასრულნა ქადაგებასა სახარებისასა და განვლო ყოველი მდგომარეობა შეურაცხებისა, აღვიდა თვისისა მამისადმი ვითარცა ჰქრუა: "საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე რათა ვჰყო; ხოლო აწ შენდა მოვალ."(იოანე 17.4-11) შემდგომ ხმობისა: სიბრძნით აღემართენით! მღუდელთ-მთავარი, ჯუარს დასწერს დიკირითა და ტრიკირითა, აძლევს ერთა კურთხევასა; ვინაითგან ქრისტემანცა, ამაღლდა რა მამისა მიმართ ზეცათა შინა, განიპყრო ხელნი და აკურთხნა მოწაფეენი თვისნი. რომელსა ჟამსა მღუდელნი და დიაკონნი, თანამძღოლნი მისნი, აღნიშვუნენ მოციქულთა, რომელთაცა იხილეს ამაღლებული უფალი; შევალს რა საკურთხეველსა შინა მღუდელთ-მთავარი ღირს იქმნების გალობითა: "ის პოლა ეტი დესპოტა" (მრავალჟამიერ, მეუფეო!) ვითარცა ანგელოსთა ქრისტესა ამაღლებულსა უღაღადეს: ვინ არს ესე მეფე დიდებისა? უკმევს წმიდასა ტრაპეზსა, ვითარცა ტახტსა ქრისტესსა, დაუდგრომელად სამღუდელო მოქმედებულისასა, წმიდათა ხატთა განსაცხადებლად ღირს ჯეროვნად მათთა პატივის ცემისათვის, და ერთა გასამხნევებლად გულითა ლოცვისადმი და მნიშვნელად მადლისა სულისა წმიდისა, საიდუმლოდ სულისა დამატკბობელისა. შემდგომ წარკითხვისა ტროპართასა, მოიხსენებიან და შეიტკბობიან უწმინდესი სინოდი, ხელმწიფე და მისი უმაღლესი სახლეულობა, შემდგომ მღუდელთ-მთავარი, ეგრეთუე სიღკლიტი და მხედრობა, და უკანასკნელ ყოველნი ქრისტიანენნი; ხოლო ამის მიერ აღინიშნები , რომელ ყოველნი იგი, ნებართვითა თვით ქრისტესითა, ხარისხსა ამას ზედა, აღრჩეულ არიან და დადგენილ სასარგებლოდ ეკლესიისა და ერთა, ამასთანავე განმხნევდებიან სიმართლით აღსრულებად თვისთა მოვალეობათა: რომლისათვისცა აღუთქუამს მათ თანასწორ მისაგებელსა, ვითარცა ყოველთა წმიდათა აქუსთ აღთქმულ ქრისტეს მიერ და მიეცემისთ.


***


ჩუენ ვიხილეთ, რომელ მღუდელთ-მთავარი, მტვირთუელი ქრისტეს სახისა, აქამომდე ეგო მდუმარებასა შინა; შემდგომ შესულისა იწყებს იგი ხმისყოფასა და მოქმედებასა, რომელიცა საღმრთოსა ისტორიასა შინა გამოიხატების ჟამი იგი, ოდესცა წინამორბედმან ჰრქუა: მისა, ესე იგი ქრისტესა, ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად. ამისთვის მღუდელი უმაღლესსა მოქმედებასა დაუთმობს მღუდელთ-მთავარსა, რომელიცა ხმას ჰყოფს: რამეთუ წმიდა ხარ, ღმერთო, ჩუენო და სხუანი. ამისი შემდგომი სამწმიდა გალობა იგალობების საკურთხეველსა შინა, ვითარცა ანგელოსთა მიერ, ხოლო სამგალობლოსა ზედა ვითარცა კაცთა მიერ, რათა ამის მიერ ცნობილ იყოს, რომელ ერთსა ეკლესიასა შეადგენენ ანგელოსნი და კაცნი. ამასობაში მღუდელთ-მთავარი, ჯუარის სახედ დიკირითა გამოჰსახავს სახარებასა, ჰნიშნავს ღუთაებრივსა და კაცობრივსა ბუნებასა იესოსა, სახარებითა ამით ჩუენდა მომართ გამოცხადებულსა; რომლისა შემდგომ დიკირითა და ჯუარითა აკურთხებს ერსა, აჩუენებს, რომელ ესე იესო, კაცობრივ მკუდარი, აღსდგა და ამაღლდა, ვითარცა ღმერთი. უკანასკნელ ოდესცა, დასრულებისა თანა სამწმიდაობისასა, იწყებენ გალობად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, მიიღებს იგი ტრიკირსა და აღუალს მაღალსა დასაჯდომელსა, აკურთხებს კუალად მათით, აღნიშნავს, რომელ ერთი ღმერთი არს არსებით, გარნა სამპიროებით, ვითარითა გამოცხადდა იორდანედ: რომელი დაამტკიცებს მაშინ კითხული წინაშე მღუდელთ-მთავრისა ტროპარი: სამებისა გამოცხადება იყო იორდანესა .


სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა


მღუდელთ-მთავარი, აღუალს რა მაღალსა დასაჯდომელსა, მოიხდის ომოფორსა, ჰნიშნავს, რომელ იესო ქრისტე, ვითარცა დიდებული მღუდელთ-მთავარი აღხდა რა ხელით უქმნელსა წმიდაა წმიდათასა, მიჰგუარნა ცხოვარნი თვისნი, ესე იგი ყოველი კაცთა ნათესავი, და აღთქმად შვილობისა ამცნო მამასა თვისსა; მჯდომარე მაღალსა დასაჯდომელსა, გამოჰხატავს იგი თვით ქრისტესა, მჯდომარესა მარჯუენით ღმრთისა მამისასა; ხოლო მსხდომარენი გარემოს სამღუდელო-მსახურნი-მოციქულთა, მსხდომარეთა ათორმეტთა ტომთა ისრაილისათა.


შემდგომ სახარებისა, მღუდელთ-მთავარი გარდამოხდების მაღლით დასაჯდომელით და გამოვალს საკურთხეველით, ჯუარს დასწერს ერსა, ჰნიშნავს ზეცით მაცხოვრისა ჩუენთვის განგებულებასა, ესე იგი რომელ იგი შემდგომ ამაღლებისაცა ჩუენთანა ჰგიეს განუშორებელ და უკუნისამდე ყოფადცა აღგვითქუა.



საგალობელი – "რომელი ქერუბიმთა"


ჟამსა ხერუვიმთა გალობისა, მღუდელთ-მთავარნი დაიბანს ხელსა, კითხულობს ლოცუასა, რათამცა უფლმან აკურთხოს წყალი განსაწმენდელად წინა-მდგომარეთა. წესსა ამასა აქუს შემდგომი წარმოება: დროსა უპირატესობისა ეკლესიისა ზიარებად განმზადებულნი, ეკკლესიად მიმართ მოსვლისა, დაიბანდენ ხელთა საბანელსა შინა, რომელსაცა ეკკლესია მოითხოვდა უფროს ამისთვის, რომელ მაშინ ხორცსა ქრისტესსა მიიღებდენ ხელთა შინა.


მღუდელთ-მთავარი ჟამსა დიდისა შესლვისასა თვით არა მიიღებს წიდათა ძღუენთა, არამედ არწმუნებს მღუდელსა მათ გარდმოსატანად ამისთვის რომელ მაშინ თვით მას ჰმოსიეს სახე ქრისტესი .


ოდესცა წმიდანი ძღუენნი იქმნებიან დადგენილსა ტრაპეზსა ზედა, მღუდელთ-მთავარი მოითხოვს სამღუდელო მსახურთაგან რათა ილოცვიდენ მისთვის, აღვიარებს თავსა თვისსა კაცად მსგავს-ვნებათა შინა მყოფისა, ძრწის მისსა წინა მდებარისა მსახურებისაგან და აღასრულებს მოციქულთა ბრძანებასა: აღუარებდით ურთი ერთარს ცოდუათა, და ულოცევდით ერთი ერთსა . (იაკობ 5.6) აჩუენებს რა მათ შესაბამსა კაცობრივსა სიმდაბლესა, შემდგომ , შემდგომ გამოვალს საკურთხევლით და ჯუარს დასწერს ერსა, ილოცვის იგი ერთათვის და თავისა თვისისათვისცა მოითხოვს მათგან ლოცუათა ხოლო გუნდი, სახელითა ერისათა, ხმას ჰყოფს: "ის პოლა ეტი დესპოტა!" ჰსურთ ამით მისი წარმატება სამღუდელო მოქმედებასა შინა და გრძელჟამიერად გება წოდებასა მღუდელთ-მთავრობისასა.


მრწამსის წაკითხვა


დროსა კითხვისა სიმვოლი სარწმუნოებისასა, მღუდელთ-მთავარი სახედ ყოვლისა ეკკლესიისა მოიდრეკს თავსა თვისსა ქუეშე დაფარნისა ტრაპეზსა ზედა, ამით დაამოწმებს დამორჩილებასა გულისა და გონებისასა აღვიარებად სარწმუნოებისა ჰნიშნავს ამასაცა, რომელი იგი დაეფლვის ქრისტესთანა, და მასთანავე აღსდგების ჯერ არს ჩუენდა რათა მაშინ თვით ამასა ვჰგრძნობდეთ ყოველნი მორწმუნენიცა .


***


სხუანი წესნი მღუდელთ-მთავრისა სამღუდელო მსახურებისანი არიან იგინივე, რომელნიცა აღსრულდებიან სამღუდელო მსახურებასა ზედა მღუდლისასა .