ღვთისმსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში შედგება სხვადასხვა საკითხავების, ლოცვებისა და საგალობლებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სტულიად გარკვეული წესით-ტიპიკონით.
საკითხავები შემდეგი სახისაა:
ლოცვები შემდეგი სახისაა:
საიდუმლო ლოცვა - ასეთ ლოცვებს მღვდელი ასრულებს ჩუმად.
საყოველთაო ლოცვანი - ამ ლოცვებს ასრულებს ყოველი ადამიანი დილით, ძილის წინ, სადილის წინ, ყოველი საქმის დაწყების წინ, მგზავრობის წინ და სხვა შემთხვევებში.
ასამაღლებელი - ეწოდება იმ მოკლე ლოცვას, რომელსაც მღვდელი ან მღვდელმთავარი ხმამაღლა ამბობს საიდუმლო ლოცვისაგან განსხვავებით. (ასამაღლებელის თქმინს უფლება აქვს მხოლოდ მღვდელმთავარს და მღვდელს). მაგ: "რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის, და უკინითი უკუნისამდე", "ზე გვაქვნდინ გულნი", "ვმალდობდეთ უფალსა", "ვიყვარებოდეთ ურთიერთას რათა ერთობით აღვიარებდეთ", და ა.შ. ასამაღლებლების დიდ ნაწილს მოსდევს გუნდის "ამინ", ან რომელიმე საგალობელი.
ტროპარი - კონდაკთან ერთად არის ამათუიმ დღესასწაულის (ან წმიდანის) ძირითადი ლოცვა, რომლითაც ვითხოვთ წმიდანთა მეოხებას (დახმარებას, შუამდგომლობას) ღვთის წინაშე. ტროპარს ქართულად ეწოდება "ოხითა". მათი საძიებელი მოთავსებულია წიგნში, რომელსაც ეწოდება ჟამნი. ტროპარები ეწოდება აგრეთვე კანონის ზოგიერთ მუხლებს.
კონდაკი - ტროპართან ერთად არის ამათუიმ დღესასწაულის (ან წმიდანის) ძირითადი ლოცვა, იკითხება ტროპარის შემდეგ, ჩაერთვის ჟ ა მ ნ შ ი. ( პირველი, მესამე, მეექვსე და მეეცხრე ჟამნები, და აგრეთვე კანონში (იკოსის წინ)). (ჟამნი არის ღვთისმსახურების ერთ-ერთი სახე).
კანონი - 9 გალობის ერთობლიობაა. თითოეულ გალობაში შედის ხუთი მუხლი(ან მეტი). თითოეული კანონე ეძღვნება ამა თუ იმ დღესასწაულს ან წმინდანს. არსებობს საზოგადო და სპეციალური კანონები. საზოგალო კანონებში (საგალობლებში) შექებული და განდიდებულია წმიდანთა ესა თუ ის დასი. მაგ. არსებობს მთავარანგელოზებისადმი მიძღვნილი კანონი, ასევე ღირსი მამებისადმი, მოწამეებისადმი, მღვდელმთავრებისადმი მიძღვნილი და სხვა. აქ შეგვიძლია ჩავურთოთ ამა თუ იმ წმიდანის სახელი (დასის მიხედვით) და ეს კანონი შეგვიძლია გამოვიყენოთ ამა თუ იმ წმიდანის სადიდებლად. მაგ. მოციქულებისადმი მიძღვნილი კანონი შეგვიძლია ვიგალობოთ როგორც პეტრე და პავლე მოციქულების სადიდებლად, ასევე ანდრია პირველწოდებილის, იოანე ღვთისმეტყველის, წმიდა ნინოს, მირიან მეფისა და სხვა მოციქულთა, აგრეთვე, სხვა მოციქულთა სწორთა სადიდებლად. სპეციალური კანონები კი ეძღვნება სრულიად გარკვეულ დღესასწაულს, ან წმიდანს.
სძლისპირი - კანონის თითოეული გალობის პირველი მიხლი. კანონის თითოეული გალობის მეორე და მესამე მუხლებს ეწოდება ტროპარები.
სამებისა - კანონის თითოეული გალობის (ან სხვა რომელიმე ლოცვის, ან საგალობლის) ბოლოსწინა მუხლი, რომელშიც ვუგალობთ ყოვლადწმიდა სამებას - მამასა და ძესა და სულიწმიდას. "სამების" მუხლის წინ ყოველთვის ითქმის ჩასართავი: "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა".
ღვთისმშობლისა - ყოველი გალობის (მათ შორის კანონის გალობების) ბოლო მუხლი, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობელს. ამ მუხლის წინ ყოველთვის ითქმის:"აწ და მარადის, და უკინითი უკუნისამდე, ამინ".
კატავასია- კანონის თითოეული გალობის დამამთავრებელი მუხლი(ანუ "დასაფარებელი").კატავასიებად გამოყენებულია სძლისპირები(ხანდახან იგივე კანონისა, ხანაც - სხვა).
კვერექსი - დიაკვნის სათქმელი მოკლე-მოკლე ლოცვების წყება, რომელზედაც გუნდი პასუხობს ხან "უფალო შეგვიწყალენ", ხან "მოგვმადლე უფალო", ხანაც - "შენ, უფალო".
კვერექსის სახეებია:
იკოსი - გრძელი მუხლი, რომელიც იკითხება კანონში VI გალობის შემდეგ, კანონთან ერთად. იკოსი ეწოდება დაუჯდომელის გრძელ მუხლებსაც(დაუჯდომელის მუხლებს მეორენაირად იბაკოსაც უწოდებენ).
იბაკო - ცისკრის ლოცვაზე "ნეტარ არიან"-ის შემსეგ (მე-19 კანონის შემდეგ) წასაკითხი ლოცვა.
ანტიფონი - ცისკრის ლოცვაზე იმბაკოს შემდეგ წასაკითხი რამოდენიმე მუხლიანი ლოცვა.
აღსავლები (ანუ ანტიფონები) ეწოდება წირვის პირველ სამ საგალობელს, რომელიც ემთხვევა სადილის ჟამნის პირველ სამ ლოცვას. საუფლო დღესასწაულებს აქვთ სპეციალური აღსავლები.
განმანათლებელი - ცისკარზე წასაკითხი სამმმუხლიანი ლოცვა (კანონის შემდეგ).
გერი - მცირე ზომის საცისკრო ლოცვა, რომელიც ჩაერთვის აქებდითის დასდებლებში (ბოლისწინა მუხლად). იკითხება, აგრეთვე, ღამისთევის ლოცვის დროს, სახარების შემდეგ, "აღსდგა რა იესოს" ნაცვლად.
ფსალმუნები - ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველ დავითის საგალობლები, ღვთისმსახურებაზე იკითხება ყველაზე უხვად სხვა ლოცვებთან შედარებით.
სტიხოლოგია (ბერძ. "ლექსის კითხვა") იგულისხმება დავითნის ერთი რომელიმე კანონის წაკითხვა.
დასდებელი - ლოცვების ერთობლიობა, რომლებიც ჩაერთვის ხოლმე ამა თუ იმ ვრცელი ლოცვის ბოლო მუხლებში. მაგ. "უფალო ღაღად-ვყავ"-ზე, "სტიქარონზე", "აქებდით"-ზე და სხვა.
წარდგომა - ორი პატარა მუხლი, რომელიც მორიგეობით იკითხება დიაკვნისა და გუნდის (ან მედავითნისა და გუნდის) მიერ შემდეგნაირად:
დიაკონი: პირველი მუხლი
არსებობს წარდგომები დღის, ხმის, წმიდანის, დღესასწაულისა და სპეციალური(საეკლესიო წესებზე შესასრულებელი).
ორმუხლიანი წარდგომის გარდა არსებობს დიდი (ოთხმუხლიანი)წარდგომებიც.
განიცადე - პატარა საგალობელი, რომელიც წირვის ბოლო ნაწილში იგალობება.
ალილუიას მუხლები - ორი მცირე მუხლი, რომელიც დაერთვის სამოციქულოს კითხვას, ამ მუხლების შემდეგ გუნდი გალობს "ალილუია"-ს (სამჯერ).
დაუჯდომელი - ვრცელი საგალობელი, რომელიც შედგება მორიგეობით წასაკითხავი კონდაკებისა და იკოსებისგან. კონდაკი მცირე ზომის ლოცვაა, იკოსი -უფრო ვრცელი. დაუჯდომელში არის ერთი შესავალი კონდაკი, 12 სხვა კონდაკი და მათში ჩართულია 12 იკოსი. თითოეული იკოსი შედგება შესავალი ნაწილისა და 12 "გიხაროდენ"-ისაგან. მეცამეტე გიხაროდენი არის განმეორება შესავალი კონდაკის დაბოლოებისა. დანარჩენი კონდაკები ბოლობდებიან სიტყვით: "ალილუია".
საგალობლებად გამოყენებულია:
მასალა მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა
"საქართველოს ეკლესიის კალენდარი", 1991 წ.