კითხვა: საიდან იღებს სათავეს ცნობილი გამოთქმა და რას გულისხმობს იგი საკუთარ თავში?
პასუხი: ეს ანდაზა გავრცელებული იყო იუდეველებში და მის შესახებ საუბრობენ ძველი აღთქმის წინასწამეტყველნი. "მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს" (იერ. 31.29) იერემიას წინასწარმეტყველების აღნიშნული მონაკვეთის შემდეგი მუხლი ასე იკითხება: "ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება" (იერ. 31.30) იუდეველებში გავრცელებული, ზემოთ აღნიშნული, ანდაზის შესახებ საუბრობს ეზეკიელ წინასწამეტყველიც და თავის საწინასწამეტყველო წიგნის მეთვრამეტე თავს შემდეგნაირად იწყებს: "იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!
✨აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.(თავი XVIII,1-4)
✨თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
✨ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
✨თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება; (თავი XVIII, 19-23)
✨"წმიდა წერილის ის სიტყვები, რაც იუდეველური ერეტიკულობით გაიგებოდა და გაიგება ბევრის მიერ დღესაც, სინამდვილეში საღვთო გულმოწყალების სადიდებელი ყოფილა. დიახ, უფალი არასოდეს სჯის უმანკო შვილებს მამათა ცოდვების გამო. ყოველი ადამიანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეგნებულად, ნებაყოფლობითად, გააზრებულად და განზრახულებითად აღსრულებული პირადი ცოდვების გამო. შვილი მხოლოდ მაშინ ხდება უფლისგან მსჯავრდადებული, როდესაც იგი მთელი განზრახულებითი შეგნებით შეუერთდება მამისეულ ცოდვას და გააღრმავებს მას, შეგნებულად გაკერპდება მასში.'"
✨"ყველა კვდება თავის იმ ბოროტებაში, რითაც მან სცოდა".