მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 1


 

ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას, კარავსა შინა წამებისასა, პირველსა მას თთუესა, მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგვპტით, და ჰრქუა: იწყე შენი აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაელისათა (1-2). ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის მეორე წლის მეორე თვეს მოსემ აღრიცხა ისრაელის ძენი. ეს განასახიერებს ემანუელის მიერ კაცობრიობის ახალ ქმნილებათა დათვლას მისი გონისმიერი კარვის ირგვლივ. ამ თვეში იგულისხმება სახე ემანუელისა, ხოლო წელში სახე - ახალი ქმნილებისა. ის რომ, დათვლილნი არიან მხოლოდ მამაკაცები, აღნიშნავს, რომ ზეციურთა რიცხვში მხოლოდ სრულყოფილნი შედიან, სიმტკიცით კაცების მსგავსნი, და არა ისინი, ვინც დაუდევრობითა და ღვაწლის უარყოფით ქალს დაემსგავსნენ. ხოლო ის, რომ ყველას სახელი იქნა შეკრებილი და ჩაწერილი თორმეტი მამამთავრის მიერ, გამოხატავს, რომ მიწიერნი თორმეტი მოციქულის მიერ ჩაწერილნი არიან მიწიერ ეკლესიაში. ალბათ, ზეციერნიც ასევე არიან ჩაწერილნი თავიანთი დასის მთავრების მიერ ლევის ტომი, რომელიც წარმოდგებოდა ისრაელის იმავე მამამთავრისგან, არ შესულა ისრაელთან ერთად აღრიცხვაში, რაც იმის სახე-სიმბოლოა, რომ წმინდანები, თუმც წარმოშობით ამსოფლიურნი არიან, მაგრამ - მაღლა დგანან თავიანთი დასის წევრებზე, როგორც თავი სოფელს არ მიეკუთვნებიან. ანგელოზთა მთავრებიც უფრო დგას სხეულის სხვა ნაწილებზე მაღლა.

(53) დაიცვან ლევიტელთა მათ კუმილვა. იგი კარავისა მის წამებისაი. ამით აღინიშნება ღრუბლის მეთვალყურეობა: როგორც კი ის მოძრაობას იწყებდა, დღისით იქნებოდა ეს თუ ღამით, ებრაელებიც მის კვალად გზას ადგებოდნენ.



წინა - სარჩევი - შემდეგი