არსებობდა ასევე აღსარების მსხვერპლი, რომლის შემწირველი აღიარებდა საკუთარ შეცოდებას, თუნდაც უმეცრებით ყოფილიყო ცოდვა ჩადენილი (11). იყო ასევე აღთქმის შესაწირავები ავადმყოფობის, ომში გამგზავრებისა თუ სხვა მიზეზთა გამო.
არსებობდა კიდევ თავისუფალი მსხვერპლშეწირვა, როდესაც ვინმე ღმერთს ნაყოფს სწირავდა რამე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, საკუთარი გულის მოთხოვნითა და
მოშურნეობით. აგრეთვე – სადიდებელი და სამადლობელი მსხვერპლი, ღვთის ქველმოქმედებისა და მისგან მიღებული ყოველგვარი სიკეთისათვის. ამათ გარდა, არსებობდა ყოველდღიური მსხვერპლი, რომელიც დილა-საღამოს შეიწირებოდა, და განსაკუთებული – დღესასწაულის დღეებში (12-21).
წინა - სარჩევი - შემდეგი