მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

მღვდლის მსახურება ყველაზე რთულია განსახორციელებლად


რადგან ის უნდა იყოს:

● მქადაგებელი
● მამა
● მრჩეველი
● მისიონერი
● დირექტორი
● მენტორი
● მეგობარი
● ადამიანების შემრიგებელი
● ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტი
● ახალგაზრდა თაობის და მათი საქმეების კონსულტანტი
● იყოს გულუხვი
● პატიოსანი

გარდა ამისა მღვდელი ზოგჯერ არის:

● ეკლესიის კარისკაცი
● ეკლესიის წევრების მძღოლი
● ეკლესიის დამლაგებელი
● მგალობელი
● ძიძა
● პირველი ვინც მოვიდა, და ბოლოა ვინც მიდის
● ყველას მსახური
● დამხმარე, რემონტისა და მშენებლობის დროს
● ბოქსის ტომარა

გარდა ამისა, ყველა მღვდელი დგას კრიტიკის წინაშე, მას ძალიან ხშირად უწევს მოისმინოს, რომ:

● მსახურება ძალიან ხანგრძლივია
● მსახურება ძალიან ხანმოკლეა
● ქადაგების თემა ძალიან მტკივნეულია
● ქადაგების თემა საერთოდ არ არის აქტუალური
● მღვდლის შვილები უკეთესები უნდა იყვნენ
● მღვდელი პოლიტიზირებულია
● მღვდელი არაპოლიტიზირებულია
● მღვდელი ამაყია
● მღვდელი ინიციატივის გარეშეა
● მღვდელი ძალიან გაბატონებულია
● მღვდელი არ არის მკაცრი
● მღვდელი არის ზედმეტად შრომისმოყვარე, რომ არ აინტერესებს ხალხი
● მღვდელი ზარმაცია და არ მუშაობს
● მღვდელს ახალი მანქანა ჰყავს
● მღვდელმა იყიდა ახალი ტელეფონი

თუ მღვდელი იყიდის რაიმეს, მაშინ ფიქრობენ, რომ ის:

● ხარჯავს ეკლესიის თანხას
● მღვდელმა არ უნდა აიღოს შვებულება
● მღვდელს არ შეუძლია დაიღალოს
● მღვდელი იმიტომ არის ავად, რადგან ის ცოდვაშია
● მღვდლის მეუღლე არ არის ეკლესიური
● მღვდლის მეუღლე ზედმეტად ეკლესიური და მომთხოვნია

მაგრამ სინამდვილეში კი, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ მღვდლის ცხოვრებაში არის იმის გაგება, რომ ხალხი, ვისაც ის ეხმარება, მაგალითად თავი დააღწიონ დამოკიდებულებას, მღვდელი აღადგენს მათ ოჯახებს, ეხმარება მათი შვილების აღზრდაში, ეხმარება ფინანსურადაც კი, შესაძლოა, პირველივე უთანხმოებისას წავიდნენ, კარის მოჯახუნებითაც კი.

მღვდელი ხშირად ყველაზე მარტოსულად გრძნობს თავს ეკლესიაში. თქვენ შესაძლოა მას ხედავდეთ ხალხის გარემოცვაში, მაგრამ ხალხს ძალიან იშვიათად აინტერესებს მისი ცხოვრება ან თუნდაც ის, რამე ხომ არ სჭირდება მას.

თუ თქვენს სამეგობრიში არის მღვდელი მაშინ:

● ილოცეთ მისთვის
● მხარი დაუჭირეთ მას, გიყვარდეთ ის
● არ ილაპარაკოთ მის ზურგს უკან

თარგმნა სალომე დუნდუამ