მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

კარნი, კარნი - სიბრძნით მოხედენ

 

"კარნი, კარნი - სიბრძნით მოხედენ" - გვესმის წირვაზე.

წმიდა ნიკიტა სტითატის განმარტებით სამოთხის ბაღში იყო ორი კარი მსგავსად ორი ხისა.

ერთი სამოთხეში შესასვლელი კარი ანუ ხე სიცოცხლისა, რომელიც არის ქრისტე და მეორე ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა ანუ კარი სამოთხიდან განმდევნელი.

წირვაზე კარნის ორმაგად მოხსენიებით და სიბრძნეზე მითითებით თითქოს მღვდელმსახური მოგვიწოდებს ავირჩიოთ ქრისტე ანუ ხე სიცოცხლისა ან ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, რამაც ადამს უკვდავება დააკარგვინა.

მსგავსად თორმეტი მოციქულის სწავლებისა, "დიდაქეში" ჩაწერილი სიტყვებისა: "გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა".

ღმერთმა მოგვცეს ძალა სიბრძნით ავირჩიოთ ამ ორი კარიდან პირველი ანუ ხე სიცოცხლისა იესო ქრისტე და დავრჩეთ მასში.