განმანათლებელი არის მოკლე ლოცვა, რომელსაც მეცხრე გალობის შემდეგ იგივე ადგილი უკავია, რომელიც წარმოადგენს – მესამე, ხოლო კონდაკს მეექვსე გალობის შემდეგ. თუკი კონდაკი თავისი სადღესასწაულო განწყობით წარდგომას აღემატება, შესაბამისად კონდაკზე გაცილებით აღმატებულია განმანათლებელი, რომელიც სწორედ უკანასკნელ, მეცხრე გალობას მოსდევს. მას მართლაც მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება ცისკრის მსახურების განგებაში. ესაა საგალობელი, რომელიც სხვათაგან განსხვავებით ცისკარში აღარსად მეორდება. როგორც მისი სახელწოდებიდან ჩანს, იგი უგალობს უფალს, როგორც ნათელს და ნათლისომმფენელს.
დიდმარხვის განმანათლებელიც კი სწორედ ამ ნათლითაა აღსავსე: ნათელი ხარ , ქრისტე და განგვანათლენ ჩვენ. (VIII ხმა).
სადაგი დღის განმანათლებლებში ხშირად დომინირებს ეს განწყობა :
ამგვარივე განწყობა დომინირებს დიდი დღესასწაულების განმანათლებლებში.
შობის განმანათლებელი: მოიხილა ჩვენ ზედა აღლით მაცხოვარმან ჩვენმან, აღმოსავალით აღმოსავალთათ.
ნათლისღებისას: განცხადნა მაცხოვარი, ნათელი ჭეშმარიტი, მდინარესა იორდანისასა და ბნელსა შინა და აჩრდილთა მძინარენი განარინა, მოვიდა და განცხადნა ნათელი იგი უსხეულო.
ფერისცვალების: ნათელო უცვალებელო, სიტყვაო ნათლისა მის მამისა უშობელისაო, გამოჩინებულთა მით ნათლითა შენითა დღეს თაბორს ზედა ნათელი ვიხილეთ, მამა ნათელი, სულიწმიდა განმანათლებლად ყოველთა დაბადებულთათვის.
თუმცა ამგვარი შინაარსი სულაც არ არის აუცილებელი განმანათლებლისათვის, როგორც წესი, ის უბრალოდ აღწერს დღესასწაულის ცისკარზე წაკითხული სახარების შინაარსს. სახელწოდება ,,განმანათლებელი” მხოლოდ დიდმარხვის განმანათლებელს უკავშირდება, სადაც სადაც გამუდმებით ნათლისმოვლინებაზე იგალობება. საგულისხოა, რომ ჩვეულებრივი კვირის და სადაგი დღეების განმანათლებელი როგორც წესი, ბერძნულ საღვთისმსახურო ტერმინოლოგიაში აღნიშნულია, როგორც ექსაპოსტილარი. ეს ტერმინი ითარგმნება როგორც გაგზავნა, მივლინება და მიგვითითებს, რომ ისინი, როგორც წესი მოციქულთა საქადაგებლად წარგზავნას განადიდებენ, რაზე ითითებასაც ნამდვილად ვხედავთ კვირის საცისკრო განმანათლებლებში. თუმცა მხოლოდ საკვირაოში და ისიც – არა ყველაში. განმანათლებელი რომელიმე ხმაზეა გაწყობილი, ხოლო მისი ჩასართავი კონკრეტულ ხმას არ მოითხოვს და თვითხმოვანად გვევლინება. ნებისმიერი სხვა საცისკრო გალობისაგან განმანათლებელი ყოველივე ამითაც გამოირჩევა. დიდ დღესასწაულებზე ის ტროპარის მსგავსად, საგზის იგალობება.
ექსტაპოლიტარი იხსენიება IX – X საუკუნეების იერუსალიმურ წეს-განგებაში. აქ ის დღევანდელ ადგილას არის მითითებული – როგორც თვითხმოვანი და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იგალობება რომელიმე კონკრეტულ ხმაზე.
განმანათლებელი როგორც წესი, მოსდევს საგალობელს წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი, რომელიც ღმერთი უფალის წესზე იგალობება.
მმოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა
ჟურნალი ქართული გალობა, N8 აპრილი 2007 წ.