მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ერგასის განზოგება (განახევრება)

 

ერგასის განზოგება (განახევრება) - ერგასის შუა პერიოდი, აღდგომიდან 25-ე დღე


ერგასი - ძველ ქართულად 50-ს ნიშნავს.ქართული ლიტურგიკული ტრადიციით „ერგასი“ ეწოდება პერიოდს აღდგომიდან სულთ-მოფენობამდე. სახელწოდება ამ დღეების რაოდენობასთანაა დაკავშირებული. სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.


ტროპარი: განზოგებასა დღესასწაულისა წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე,რამეთუ ყოველთა უღაღადე, მაცხოვარო ჩუენო: რომელთა წყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ წყარო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.


დიდება მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.


კონდაკი: განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა ყოველთა დამბადებელო და მეუფეო ქრისტე ღმერთო,ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა ერთა: მოვედით ჩემდა წყურიელნი და აღმოივსეთ უკუდავებისა წყალი,ვინაიცა გევედრებით და ვხმობთ სარწმუნოებით: წყალობანი შენი მოგვანიჭენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შენ ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.