ეკუმენიზმი საერთო სახელწოდებაა ყველა ფსევდო ქრისტიანული მიმდინარეობისა და დასავლეთის ყველა ფსევდო ეკლესიისა ერთად. მასში არის ყველა სახის ჰუმანიზმი, რომელიც სათავეს პაპიზმიდან იღებს. ყოველივე ამას კი აქვს ერთი, სახარებისეული განსაზღვრება- მწვალებლობა. მთელი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა მწვალებლობას სწორედ ის ახასიათბდა, რომ უმნიშვნელოდ თვლიდა ან ამახინჯებდა იესუ ქრისტეს ცალკეულ თავისებურებებს და ეს ახალი ევროპული წვალებანიც უარყოფენ, უგულვებელყოფენ ღმერთკაცს და მის დაგილას აყენებენ კაცს ამ პუნქტში, არც არის რაიმე განსხვავება პაპიზმს, პროტესტანტიზმსა და სხვა სექტებს შორის, რომელთა სახელი ლეგეონია.
მართლმადიდებლური დოგმატი ეკლესიის შესახებ კათოლიკებმა უარყვეს და შეცვალეს მწვალებლური დოგმატით "პაპის უცდომელობის შესახებ", ხოლო მისგან გამომდინარეობს დანარჩენებიც: "ფილიოკვე", "ეპიკლეზის" (სულიწმიდის გარდამოწვევის ლოცვა ლიტურგიის ჟამს) უარყოფა, ქმნული მადლის შემოღება, აზიმა (უცომოება, უფუარი სეფისკვერის გამოყენება), "წმ.ინკვიზიცია"... პროტესტანტიზმი არის ნამდვილი და ერთგული პირმშო პაპიზმისა.
სინანულის გარეშე, ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის მიღების გარეშე ამ წვალებათა მიმდევრებისთვის არაბუნებრივიცაა და უაზროც ლაპარაკი რაღაც" ეკლესიათა გაერთიანებაზე", სიყვარულისდიალოგზე, "ინტერკომენიოზე" (ურთიერთზიარება, ერთობლივი მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში) თანამედროვე "სიყვარულის დიალოგი", რომელიც ლიტონი სენტიმენტალიზმის ჩარჩოებში მიმდინარეობს, სინამდვილეში არის სულმოკლე უარყოფა" განწმენდისა სულისაითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაითა"(მე-2თეს.2.13) არსი სიყვარულისა არის ჭეშმარიტება და სიყვარული ჰგიეს ჭეშმარიტებასა ზედა. თანამედროვე ეკუმენიზმის ლიტონი მორალური მინიმალიზმი და ჰუმანისტური პაციპიზმი ამჟღავნებენ და ამხილებენ თავიანთ ფილოსოფიისა და ეთიკის ავადმყოფურ ხასიათსა და უძლურებას" მოძღვრებისა მისებრ კაცთაისა." (კოლ.2.8.) მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება მწვალებლების შესახებ ამბობს: "წვალებანი არ წარმოადგენენ ეკლესიას და შეუძლებელიცაა, რომ წარმოადგენდნენ."
ამიტომ მწვალებლებს ვერ ექნებათ წმ.საიდუმლოებები, ვერ ექნებათ წმ.ევქარისტია - საიდუმლოებათა საიდუმლოება, რამეთუ იგია თავი და თავი ეკლესიაში: თვით ღმერთკაცი იესუ ქრისტე, თვით ეკლესია, როგორც სხეული ქრისტესი. "ინტერკომუნიო" (ურთიერთზიარება) ღმერთმა გვაშოროს - შეერთება მწვალებლებთან, წმიდა საიდუმლოებების გზით და განსაკუთრებით ევქარისტიით დამყარებული, არის უფალ იესუ ქრისტეს ყველაზე სულმდაბლური ღალატი, იუდას გამცემლობა და მთელი სამოციქულო, წმიდა მამათა, ქრისტეს ერთიანი ეკლესიის ღალატი. წმიდა თეოდორე სტუდიელი წერს: "ზიარების მიღება მწვალებლისაგან განაშორებს კაცს ღმრთისაგან და ეშმაკის ხელში აგდებს მას. "მწვალებლური პური არ არის ხორცი ქრისტესი". "რა განსხვავებაც ნათელსა და ბნელს შორისაა, იგივე განსხვავებაა მართლმადიდებლურ და მწვალებლურ ზიარებას შორის. მართლმადიდებლური ზიარება განანათლებს კაცს, მწვალებლური - ბნელში ხვევს მას. პირველი ქრისტეს შეგვაერთებს, მეორე-ეშმაკს, პირველი განაცხოველებს სულს, ხოლო მეორე - ღუპავს."
წმ.ათანასე დიდი ბრძანებს:"ჩვენ გვიპყრია და ვიმარხავთ მხოლოდ ეკლესიის სარწმუნოებას, რომელიც უფალმა გვიბოძა, მოგვცა, მოციქულებმა გვიქადაგეს, მამებმა დაიცვეს. რამეთუ ეკლესია მას ზედა დაემყარა და ვინც მას განუდგება, ის არაა ქრისტეანი და არ შეჰფერის სახელი ქრისტეანის" (წერილი სერაპიონს 1.28.).
“სამი დიდი დაცემა იცის კაცობრიობამ: ადამისა, იუდასი და პაპის!” - წმ. იუსტინე პოპოვიჩი