მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

საავტომობილო ლექსიკის ქართული შესატყვისები

 

ყველა საზოგადოებას მისთვის დამახასიათებელი ლექსიკა აქვს. ასე, მაგალითად, ფორუმებზე დამკვიდრებული სასაუბრო ენა და ზოგიერთი გამონათქვამები მათთვის, ვინც ფორუმებს იშვიათად იყენებს, შესაძლოა, გაუგებარი იყოს. ასევეა მძღოლების შემთხვევაშიც. ხშირ შემთხვევაში ისინი იყენებენ ათეულობით უცხო სიტყვას, რომლის მნიშვნელობა ადამიანებს, რომელთაც მანქანა არ ჰყავთ, არ ესმის, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე ისეთი სლენგიც, რომელიც მანქანების ხელოსნებშია დამკვიდრებული და ის ბევრი მძღოლისთვისაც კი გაუგებარია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სლენგები იმდენად არის დამკვიდრებული, რომ ბევრ ჩვენგანს მათ ქართულ შესატყვისებზე წარმოდგენაც არ აქვთ...

 

გთავაზობთ საავტომობილო ლექსიკას და მათ ქართულ შესატყვისებს:

 

სალნიკი - ჩობალი
კალოტკა - ხუნდი
კრესტავინა - ჯვართავა
პადშებნიკი - საკისარი
ვალი - ლილვი
კარდანის ვალი - კარდანის ლილვი
რასპრედვალი - გამანაწილებელი ლილვი
კალენვალი - მუხლა ლილვი
პედალი - სატერფული
პორშენი - დგუში
შატუნი - ბარბაცა
მახავიკი - მქნევარა
რუჩნიკი - ხელის მუხრუჭი
კლაპანი - სარქველი
გლუშიწელი - მაყუჩი
ლებიოდკა - ჯალამბარი
რული - საჭე
პრისკი - შეფრქვევა
რემენი - ღვედი
ცეპლენია - გადაბმულობა
ტორმუზი - მუხრუჭი
სვეჩი - სანთელი
ზაპასკა -სათადარიგო საბურავი
დალნი - შორსმაშუქი
ბლიჟნი - ახლომაშუქი
მიგალკა - მაჭუტი
ლიუფტი - ფოლხვა
რაზვადნოი კლუჩი- ქანჩქამანდი
ატვიორტკა - სახრახნისი
პლოსკოგუბცი - ბრტყელტუჩა
პრაკლადკა - საფენი, სადები
პადვესკა - დაკიდების სისტემა
რაზდატკა - გამანაწილებელი
ნასოსი - ტუმბო
ჟეშტიანშიკი - მეთუნუქე
მალიარი - მღებავი
ტოკარი - ხარატი
რაზვალი - თვლების ნახარი
კრილო - ფრთა
ვოზდუხამერი - ჰაერმზომი
რიჩაგი - ბერკეტი
სტუპიცა - მორგვი
კოლიცო - რგოლი
ვიჟიმნოი - დამწოლი ქურო
შარავოი - ბურთულსა სახსარი
დაჩიკი - მაჩვენებელი, სენსორი
ტიაგა - შემაერთებელი ღერძი
ნაკანეჩნიკი - შემაერთებელი ღერძის ბუნიკი
სტერჟენი - სტაბილიზაციის ძელის კავშირი
სუხოი - სტაბილიზაციის ძელი
რულავოი კალონკა - საჭის კბილანა სადგარი
პადსოსი - სასი
პლიტა - გადაბმულობის ფილა
ვტულკა - მილისი
რაზვალნი ვტულკა - საილენტბლოკი (პირდაპირი თარგმანი საშინელია და არ ღირს გამოყენება)
როლიკი - გორგოლაჭი
პილნიკი -  მტვერდამცავი
კლადიში - შუასადები
კლემა - ლარტყა
ბარდაჩოკი  -უჯრა
ბაბინა - როჭი
დვორნიკი - საქარე მინის გამწმენდი
ლუფტი- ფოლხვა
შპილკა-სარჭი
ზაგლუშკა - სახშობი.
აბივკა - მოპირკეთება,
მუფტა - ქურო
გიტარა - საკიდარის ბერკეტი
ხამუტი - ალიკაპი
შპლინტი - ჭილიბყურა. შპონკა - სოგმანი
პალასა - ლარტყა
აბლიცოვკა - რადიატორის ცხაური,
ცაპკა - საბრუნი სატაცი,
კრესტავინა - ჯვართავა,
პრაკლადკა - შუასადები,
პადვესკა - საკიდარი,
ვოზდუხამერი - ჰაერის ხარჯმზომი,
ვიჟიმნოი - გამომრთველი ქურო,
დაჩიკი - გარდამქმნელი,
ტიაგა- წევა,
ნაკანეჩნიკი - წევის ბუნიკი,
კლემა - მანჭვალი,
ბაბინა - ანთების კოჭა,
აბივკა - მოპირკეთება,
გიტარა-საკიდარის ბერკეტი,
ხამუტი-ცალუღი.