მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

აუცილებელია ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა?

 

არანაირად აუცილებელი არაა


აქ ორი მომენტია:

1. თუ გინდა თქვა აღსარება, თქვი, ეს ადამიანის პირადი სურვილია, მაგრამ

2. თუ აღსარება ხდება ავტომატური ხიდი ზიარებისკენ, ეს

ა) აღსარების, როგორც დამოუკიდებელი საიდუმლოს პროფანაციას ახდენს, აბავს რა მას ზიარებას და ამით აკარგვინებს დამოუკიდებლობას

და

ბ) მოძღვრისადმი აღსარების, როგორც შინაგანი განცდის გადაშლას ამარტივებს, როდესაც ცდილობ ყველა სისულელე თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ "პროტოკოლით" ასეა გათვალისწინებული


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ზიარების წინ აღსარების თქმის წინააღმდეგი არ ვარ, მე ამის უპირობო შესრულების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ეწინააღმდეგება:


I აღსარების საიდუმლოს შინაარსს

II ზიარების საიდუმლოს და ზოგადად ლიტურგიკის შინაარსს

და

III ეკლესიის ისტორიას