მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

ჟამნი და მათი კითხვის წესი

 

ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ნაწილად, ოთხ ჟამნად (დროდ), რომლებშიც შედიოდა I, III, VI და IX ჟამნები. თითოეულ მათგანზე ადამიანი ვალდებული იყო შეესრულებინა გარკვეული ლოცვები. ჟამნები სრულდება დღესაც, ოღონდ სხვა მნიშვნელობით.


ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნების კითხვა-გალობისაგან შედგებოდა, ამიტომ ქრისტიანული ჟამნებიც თავდაპირველად მხოლოდ ფსალმუნებს შეიცავდნენ. შედარებით გვიან მოხდა ჟამნებში ქრისტიანული ლოცვებისა და საგალობლების შეტანა.


I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს. ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე იყო მიყვანილი პილატესთან. I ჟამნი სრულდება ცისკრის შემდეგ;


III ჟამნი (10, 11, 12 საათი) გვაგონებს მაც-ხოვრის სასამართლოს და ტანჯვას პილატესთან;


VI ჟამნი (1, 2, 3 საათი) ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და იქნა ჯვარცმული. III და VI ჟამნები იკითხება წმ. იოანე ოქროპირის და წმ. ბასილი დიდის წირვების წინ;


IX ჟამნი (4, 5, 6 საათი) ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესუ ქრისტემ განუტევა სული. ეს ჟამნები იკითხება უბრალო დღეებში მწუხრის წინ.


ჟამნების შესრულების სქემა:


1. დასაწყისი;
2. სამი ფსალმუნი;
3. დიდება, აწდა, ალილუია;
4. ტროპარი დღისა და წმიდისა;
5. ღვთისმშობლის ლოცვა;
6. დასაწყისი ლოცვები;
7. კონდაკი დღისა და წმიდისა;
8. “უფალო შეგვიწყალენ” 40-ჯერ; “რომელი ყოველსა დღესა...” “უფალო შეგვიწყალენ” 3-ჯერ; დიდება, აწდა; “უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...”;
9. ბოლო ლოცვა უფლისადმი.


„ლოცვანი და განმარტებანი“, თბილისი, 2000 წ.



I ჟამნი


მედავითნე: მოვედით, თაყვანის-ვსცეთ ...... 3 გზის


ფსალმუნი მე-5: სიტყვანი ჩემნი ყურად იხვენ უფალო.....


ფსალმუნი 89-ე: უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩვენ....


ფსალმუნი 100-ე: წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ...


-„დიდება, აწდა“, „ალილუია“ - 3 გზის

-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის

- ტროპარი აღდგომის

- „დიდება“, ტროპარი წმინდისა

- „აწდა“, ღვთისმშობლისა: „რამე სახელ გდვათ შენ....“

- წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო.... მამაო ჩვენო...

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა.....

მედავითნე: ამინ.

- კონდაკი აღდგომისა

- უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.

- რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა....

- უფალო შეგვიწყალენ (3 გზის). დიდება, აწ და.

- უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა.....

- სახელითა უფლისათა, ყოვლადპატიოსანო მამაო გვაკურთხენ.

მღვდელმან: ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ....

მედავითნე: ამინ.

მღვდელი: ამბიონზე მხედველი აღმოსავლეთისკენ ამბობს ლოცვას: - „ქრისტე ნათელო ჭეშმარიტო...“

მედავითნე: ამინ. ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის....

მღვდელი: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“.

გუნდი: „დიდება, აწდა“, „უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის, „სახელითა უფლისათა ..... გვაკურთხენ“

მღვდელი: - ამბიონზე აღასრულებს „მცირე“ ჩამოლოცვას: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან....“

გუნდი: ამინ. უფალო შეგვიწყალენ - 3 გზის



III ჟამნი


მღვდელი: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი...

მედავითნე: ამინ.

მეუფეო ზეცათაო.... წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო სამებაო...

მამაო ჩვენო......

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა...

მედავითნე: ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12 გზის).

დიდება, აწ და.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა..... (3-გზის)


ფსალმუნი 16-ე: ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო....


ფსალმუნი 24-ე: შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი....


ფსალმუნი 50-ე: მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა...


- დიდება, აწდა.

- ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.... (3-გზის)

- უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)

- ტროპარი აღდგომისა (ხმის მიხედვით)

- „დიდება“ ტროპარი წმინდისა

- „აწდა“ ღვთისმშობლისა - ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი.....

- წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო.... მამაო ჩვენო...

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა.....

მედავითნე: ამინ.

- კონდაკი აღდგომისა

- უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.

- რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა....

- უფალო შეგვიწყალენ (3 გზის). დიდება, აწ და.

- უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა.....

- სახელითა უფლისათა ............... გვაკურთხენ.

მღვდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა ....

მედავითნე: ამინ. მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო....



VI ჟამნი

მედავითნე: მოვედით, თაყვანის-ვსცეთ ...... 3-გზის


ფსალმუნი 53-ე: ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე....


ფსალმუნი 54-ე: ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისა ....


ფსალმუნი 90-ე: რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა....


-„დიდება, აწდა“, „ალილუია“ - 3 გზის

-„უფალო შეგვიწყალენ“ - 3 გზის

- ტროპარი აღდგომის

- „დიდება“, ტროპარი წმინდისა

- „აწდა“, ღვთისმშობლისა - „რამეთუ არა მაქვს ჩვენ კადნიერება...“

- წმიდაო ღმერთო.... ყოვლადწმიდაო.... მამაო ჩვენო...

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა.....

მედავითნე: ამინ.

- კონდაკი აღდგომისა

- უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.

- რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა....

- უფალო შეგვიწყალენ (3 გზის). დიდება, აწ და.

- უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა.....

- სახელითა უფლისათა ................. გვაკურთხენ.

მღვდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა ....

მედავითნე: ამინ. ღმერთო და უფალო ძალთაო....



IX ჟამნი

იკითხება სადაგ დღეებში მწუხრის წინ.

1. მღვდელი: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი..."

2. მედავითნე: ამინ.

"მეუფეო ზეცათაო..."

"წმიდაო ღმერთო..."

დიდება, აწდა

"ყოვლადწმიდაო სამებაო..."

უფალო შეგვიწყალენ (3X), დიდება, აწდა

"მამაო ჩვენო..."

3. მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."

4. მედავითნე: ამინ

უფალო შეგვიწყალენ (12X)

დიდება, აწდა

მოვედით, თაყვანის-ვცეთ... (3X)

5. ფს. 83

6. ფს. 84

7. ფს. 85

8. დიდება, აწდა

ალილუია (3X)

უფალო, შეგვიწყალენ (3X)

დიდება, ტროპარი დღის ან წმიდის
აწდა, ღვთისმშობლის ლოცვა

9. დასაწყისი ლოცვები ("წმიდაო ღმერთო..." - "მამაო ჩვენო...")

10. მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."

11. მედავითნე: ამინ

კონდაკი დღის ან წმიდის

12. უფალო, შეგვიწყალენ (40X)

13. ლოცვა: "რომელი ყოველსა დღესა..."

14. უფალო, შეგვიწყალენ (3X)

დიდება, აწდა

"უპატიოსნესსა ქერუბიმთასა..."

"სახელითა უფლისათა ... გვაკურთხენ"

15. მღვდელი: "ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ..."

16. მედავითნე: ამინ

ბოლო ლოცვა