მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

საგალობლებში გვხვდება შემთხვევები, როცა ტექსტი მესამე პირშია დაწერილი

 

,,ნათელი მხიარული,''
,,მხოლოდშობილი,''
ამათგან პირველი საგალობელი არის ლოცვა, დიდების-მეტყველებით ფორმაში, ხოლო მეორე საგალობელი, თხოვნით ფორმაში.


ეს ორივე შემთხვევა, როგორც ლოცვა, უფალთან უშუალო ურთიერთობას გამოხატავს, ამიტომ აქ ტექსტი მეორე პირში უნდა იკითხებოდეს;

აქვე დავამატებ,რომ ნათელო მხიარულოს ერთ-ერთ ვერსიაში წერია; ,,ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა..," რაც შინაარსობრივად შეუსაბამოა და უნდა იყოს; ,,ღირსმცა ხარ ყოველსა ჟამსა გალობად [შენდა] ხმითა ტკბილითა.."


რაც შეეხება ,,წმიდა არს"-ის საგალობელს, რომელიც ანგელოზთა (ქერუბიმთა) მიერ აღევლინება ზეცაში, აღწერილია ესაია წინასწარმეტყველის ხილვაში, სადაც ჩანს რომ ამ გალობაში მართალია ირიბად უფალი იგულისხმება, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში უშუალოდ უფლისადმი კი არ არის მიმართული, არამედ ანტიფონურად, მიმოგდებით (მონაცვლეობით) აღესრულება ანგელოზთა გუნდებს შორის.


(,,ღაღადებს მოყუსი მოყუსისა მიმართ" ე.ი გალობს ერთი გუნდი მეორის და არა უფლის მიმართ).


შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აღსაარებითი (აღიარებითი) დამოწმება ანგელოზებისა ერთმანეთის წინაშე, რომ ჭეშმარიტად ,,წმიდა არს უფალი." მსგავს დამოწმებას უფალი ადამიანებისგანაც ითხოვს, როცა ბრძანებს: ,,რომელმან მაღიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". ამის მაგალითია უამრავი მოწამე (მოწმე) და აღმსარებელი (მაღიარებელი) წმიდანი, რამეთუ სარწმუნოების აღიარება მხოლოდ უფლის წინაშე, საკუთარ გულში არაა საკმარისი, არამედ საჭიროა სხვათა წინაშეც დავამოწმოთ.


როცა ლიტურგიაზე ეს საგალობელი იგალობება, მგალობელი ციტირებს ანგელოზთა სიტყვებს ანუ ანგელოზთა გალობის იმიტაციას ახდენს, ეს ჩანს სამღვდელო კონდაკის შესაბამისი ლოცვიდან, რომელიც ,,წმიდა არს''-ის საგალობელს მოსდევს და ატარებს შემდეგ აზრს:


მეუფეო კაცთმოყვარეო, მას შემდეგ რაც სანატრელმა ზეციურმა ძალებმა აღავლინეს ,,წმიდა არს''-ის საგალობელი, ჩვენც(ადამიანებიც) ვხმობთ და ვიტყვით, წმიდა ხარ და ყოვლად წმიდა, შენ და მხოლოდშობილი ძეჲ შენი და სული შენი წმიდაჲ,(ოქროპირი).


ოღონდ ანგელოზებისგან განსხვავებით მღვდელი ამ სიტყვებს მეორე პირში ამბობს, რადგან უშუალოდ მიმართავს მამა ღმერთს და არა მრევლს.


მრევლისადმი მიმართვის (კაცთა წინაშე დამოწმების) მაგალითია კვირის ცისკარზე განმანათლებლის წინა სიტყვები: ,, წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი'', რასაც მღვდელი და მგალობლები აღსაარებით (მტკიცებით) ფორმაში, მონაცვლეობით სამ-სამჯერ იმეორებენ. ამავე ფორმაშია დაწერილი სარწმუნოების აღსარება მრწამსიც. საღმრთისმსახურო ტექსტებში ზოგჯერ ანგელოზთა მიერ აღვლენილი ეს საგალობელი როგორც ფაქტი ისეა მოთხრობილი და ამ შემთხვევაშიც სწორი ფორმა არის ,,წმიდა არს".


რაც შეეხება მეორე პირის ფორმას ,,წმიდაო''-ს, (წმიდა ხარ), რაც უშუალო ლოცვითი მიმართვაა უფლისადმი, ხშირად გვხვდება ღმრთისმსახურებაში. მაგალითად: დიდმარხვის ცისკარზე ,,წმიდა არსის" გალობებში ექვსფსალმუნების შემდგომ და ასევე რომელნი ქერუბიმთას ნაცვალზე, წლის სხვადასხვა დროს, რასაც ეწოდება ,,სიწმიდისანი," უშუალო მიმართვის ფორმა, (|| პირი) აქვს სამებისადმი ანგელოზთა მიერ აღვლენილ სხვა საგალობელს, წმიდაო ღმერთოსაც, რომელიც ესაიას მსგავსად ერთერთმა ჭაბუკმა ზეცაში აღტაცებულმა მოისმინა.


ასე რომ დოგმატური დარღვევა არცერთი ფორმა არაა, უბრალოდ ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს როდის რომელი ფორმა გამოვიყენოთ.