მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

ხალხის გენია, ხალხის ნიჭი

 

ხალხის გენია, ხალხის ნიჭი
და ძლიერება
ცხოვრების ზღვაზე მიმავალი
ცოდნის გემია,
წარსულის, აწმყოს, მომავალის
მზით იფერება
აკადემია,
დიდებული აკადემია!

მშვიდობა, წინსვლა, მიღწევებზე
არშეჩერება!
შევქმნით იმ მერმისს და ჩვენ ვიტყვით:
რა ედემია!
სამშობლო მხარის
არის დიდი ბედნიერება
აკადემია!
დიდებული აკადემია!