მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

 ვიგონებ ა იმ მიქელ-ანჯელოს

 

ვიგონებ  აიმ მიქელანჯელოს,

არაა ძნელი მთების დანდობა,

რომ ცისკრისკენ მაღალ ანგელოზს

ესაფეხუროს ლალის ტატნობი.

 

ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი

ახალი დროის დიდი მესია,

მედგარი მხრებით რომ აიტანა

მთაზე დიდება და პოეზია.

1915