გალაკტიონ ტაბიძე
ლექსები
შიშველი
სიმაღლე ლაჟვარდთა, ვარსკვლავთა სიმაღლე, სიმაღლე ზამბახისა!
ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი. ოჰ, თქვენს თმებს შეჰფერით დაფნა და ამბორი! ელადა, ელადა!
აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს, - ასეთი სინათლით შუბლი უელავდა ვენერა მილოსელს. 1915 |