მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

 სიბერე

 

მე მიღალატეს ძველმა რითმებმა

(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),

თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა

ეხლა რა ვუყო სპლინს,უხმო ჯალათს!

         

ეჰა,მე ვამბობ,სად შემიძლია

ვებრძოლო ქალთა წყევლას-სიბერეს?

ჭვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან

და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს.

1914