მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

ნეტავ მალე მივახწევდე მიზანს

 

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ

საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...

ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,

მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!

 

წინ მიიწევ იხსნი და ხმაურობ,გღვიძავს

საქართველოს სევდიანო მიწავ.

ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,

ნეტავ მალე მიახწევდე მიზანს!..


1908