მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

ჰამლეტის ქნარი

 

ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია,

წადი...წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!

ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე!

დამაშვრალი სული, გული, მონასტერში მოასვენე!

მაშ შორს მტვერი, შორს, შორს მოწა! - ის ცის უარმყოფელია...

წადი...წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!...


1911