მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

ექიმმა გამომიწერა ..

 

ექიმმა გამომიწერა -
მარტო ჩაი და კისელი.
კისელისათვის წავიდა
ოლია დარბაისელი.

ვზივარ და ვუცდი ამ კისელს -
მაგრამ რას ელი, ვის ელი?
კისელს ვინ ჩივის, არა ჩანს
ქალი მტკიცე და ფხიზელი.

ოღონდ შენ მოდი, ოლია,
კისელს მოემტვრეს კისერი.
ვწერ ამ ლექსს გალაკტიონი,
თბილისელ-ქუთაისელი.