მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

დაე, შეებას მკაცრად ჯარი ჯარს

 

დაე, შეებას მკაცრად ჯარი ჯარს,
ვიცი, განანოთ ქცევა უცვლელი,
სულყველამ იცის, რა გვირჩევნია,
თბილი საწოლი თუ ბრძოლის ველი.

ულტიმატუმი? ძალიან კარგი!
უნდა დაინგრეს სამყარო ძველი!
შენ იმუქრები თბილ საწოლიდან,
სად საწოლი და სად ბრძოლის ველი?

ციკლიდან „ეპოქა“ 1928