მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

ჩემო ზღვაო ..

 

ჩემო ზღვაო, ავად ვიყავ
მთელის გულით, სულით, ტანით,
იმავ ზამთრის მარტოობის
მწუხარებით ნამეტანით.

უფრო მწარედ, უფრო შავად,
უფრო მწვავედ თვალწინ დგება
სიყმაწვილის უნახავად
გარდასულთა დღეთა წყება.

მაგრამ ეს ხომ სიზმარია
და სიზმარი ავზე-ავი,
ზღვაო, დილით შეიცვალა
შუაღამე შავზე-შავი.