| |
გალაკტიონ ტაბიძე
ლექსები
ავტო-მოტო-ველო
ავტო-მოტო-ველო,
შენ მიჰქრიხარ, ქალო,
დარჩა სადღაც ლელო,
ქორი, მთვარე, კალო.
უზრუნველია ყვავილები მდელოსი,
აქაც მწვანე ველია ავტო-მოტო-ველოსი.
რა ბევრი რამ ითქვა, სიტყვა, ფიქრო ძველო,
სიმბოლოა თითქო ავტო-მოტო-ველო.
სისწრაფის და სივრცის
არის სამფლობელო.
ავტო-მოტო-ველო!
ავტო-მოტო-ველო!
|
|