მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

აი, ჩემს თვალწინ ძველი სიონი ..

 

აი, ჩემს თვალწინ ძველი სიონი,
გულდახურული, დინჯი, ზვიადი.
შორს მიუმართავს მზერა დიადი,
აღმოსავლეთით ჰქრიან სიონი.

მიწა ზურმუხტის, ზეცა იისა.
ღმერთო, მკვლელობას გადაარიდე,
გადაუსახე იმედს ჯვარედი
ოქროთი მქროლი ბიზანტიისა.

გადმოუვლინე ერს ანგელოსი,
საუკეთესო იგი მფარველი,
რომ დაშთეს მარად განუქარველი
დიდება დიდი საქართველოსი.