მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

ადამიანის ბორკილებში ჩაჭედვისათვის

 

ადამიანის ბორკილებში ჩაჭედვისათვის
თუ იბრძვის მტერი, ამტეხელი ომის ხმაურის,
სამშობლო ქვეყნის უფლების და დიდებისათვის
გაუტეხელი ნებისყოფა სძლევს მეთაურის.

მასში მებრძოლის უწმინდესი სისხლი ხმოვანებს,
დასძრავს რა პირად მაგალითით ჯარს მოგუგუნარს -
უსაზღვროდა ხდის, საარაკოდ აღაფრთოვანებს
მის იერიშებს, მის უბადლო გაძღოლის უნარს.