აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე, უცნობი მზისთვის, ყოველ ქვეყნის და დროის გარეშე ცხოვრობს თავისთვის. საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს, ეხლა თავიდან აჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს, მზე კი ჩავიდა.
1910