მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

აბისინელო!

 

იტალიიდან თავს დაგტრიალებს
ჰაეროპლანთა მსუსხავი ჩრდილი:
იგი ჩრდილია მხოლოდ სიკვდილის,
ჩრდილი და არა თვითონ სიკვდილი!

შენ არ ჩააგო ქარქაშში ხმალი,
რევანშის გრძნობა არ შეინელო,
სადაც შობილხარ, იმ მთა-გორების
იყავ ერთგული, აბისინელო!

დარბევა, ქვეყნის განადგურება,
რა სამარცხვინო ასპარეზია.
ო, ეშინოდეთ იმგვარ სიცოცხლის...
ის ხომ სიკვდილზე უარესია!