მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

აბა, რაა ეს?

 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

მტერი მტარვალთა წესწყობილების,
„ინტერნაციონალი“-ს დიდი ავტორი -
ეჟენ პოტიე ებრძოდა რა ბნელს,
მან ერთ თავის ლექსს დაარქვა „მძორი“:

„აი, აქ გდია დამპალი ლეში,
ბუდე ყოველგვარ საშინელ შმორის,
მატლები ფუსფუსს იწყებენ მტლეში
კანონით კუთვნილ ნაწლავებს შორის.

დამფასებელი გემრიელ მძორის.
ყოველი მატლი ჩავარდა დღეში!
ავსწი ფიწალით და ვუშვი ღრეში,
ზიზღმა - რა აკლდა, არ გამაგორა.

მაშინ ამ ნეხვში, ასვრილში თიხით,
მატლმა კვამლივით იწია რიხით,
და აზრიალდა ერთხმად: ჰა-მეთქი!
პატივი ეცით საკუთრებას, წესს...

თუ ამა ქვეყნის გსურთ ააფეთქოთ
მყარნი ფუძენი? აბა რაა ეს“?
მთელი მსოფლიო იმეორებს დღეს:
აბა რაა ეს? აბა რას გავს ეს?

მაგრამ ავტორი „ინტერნაციონალი“-ს
გრძნობდა, რომ წავა ასე რეფლექსი.
შრომის მავალი თავისუფლება
წინასწარ იგრძნო; აი, ეს ლექსი:

„კოლოსი ხალხთ წინ წადგა რისხვითა,
დიდკაცებს, მოგვებს ეცვალათ ფერი.
ყველას აწვალებს საკითხი: მტერი!
ყველა კანკალებს: ო, აიწყვიტა!

შრომამ თავის გზა გადაიწყვიტა,
ყველაფერს, იგი, ფოლადათ მცქერი
ასწონ-დასწონის. არ გაიცვითა,
ყოფილა მონა, ახლა ძლიერი!

ის ამბობს: კმარა, თუ ედემია
მთელი მსოფლიო, იგი ჩემია!
ჩემი სასმისით სხვას მოლხენია.

მრისხანე ლანდო! გვწვავს შენი თვალი,
გაანაწილო, გსურს, კაპიტალი?
- „რა გავყო? არა! ეს სულ ჩვენია!“
და იმეორებს კლასის გენია:
- გავანაწილოთ? არა, ჩვენია!