მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

გალაკტიონ ტაბიძე

 

ლექსები

 

1914

 

რად მომაგონდა მწველი
აფრთოვანება ძველი,
ცხრაას თოთხმეტი წელი?
ნელი ზაფხულის ნდომა?

სული სიცოცხლის ნდომის,
ჩემი ლექსების ტომი,
შემდეგ აჩრდილი ომის
და შემოდგომის კვდომა?

სულმა წაიღო თანა
ის მშვენიერი ნანა,
სულმა გალესა დანა ორხიდეებად რგული?

ოხვრა, ტირილი ბევრი,
განუჭვრეტელი ტევრი,
ბედის მრისხანე კევრი...
და... მოკლულია გული!