რომელსა უნდეს ცხოვრებად, პირველ ყოველთასა თანა არს მას პყრობად კათოლიკისა სარწმუნოებისა, რომელი უკეთუმცა ვინმე არა დაიმარხოს სრულად და უბიწოდ თვინიერ ყოვლისავე რაისამე მიზეზისა, საუკუნოდ წარწყმდების იგი.
ხოლო კათოლიკე სარწმუნოებაი ესე არს, რაითა ერთსა ღმერთსა სამებით და სამებასა ერთობით პატივს-ვსცემდეთ, არა შევრევდეთ გვამოვნებითა და არცა განვყოფდეთ არსებითა. რამეთუ სხვაი არს გვამოვნება მამისა, და სხუაი ძისა, და სზვაი სულისა წმიდისა, არამედ ღმრთეებაი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ერთ არს და თანასწორი დიდება და თანა არს დიდებულებაცა იგი მათი.
ვითარცა მამა, ეგრეთვე ძე და ეგრეთვე სული წმიდაი;
აუგებელი მამა, აუგებელი ძე და აუგებელი სული წმიდაი;
მიუწდომელი მამა, მიუწდომელი ძე და მიუწდომელი სული წმიდაი;
საუკუნო მამა, საუკუნო ძე და საუკუნო სული წმიდაი; გარნა არა სამნი საუკუნენი, არამედ ერთი არს საუკუნო. არა სამნი აუგებელნი და მიუწდომელნი, არამედ ერთი არს აუგებელი და მიუწდომელი.
ყოვლისა მპყრობელი მამა, ყოვლისა მპყრობელი ძე და ყოვლისა მპყრობელი სული წმიდაი; გარნა არა სამნი ყოვლისა მპყრობელნი, არამედ ერთი არს ყოვლისა მპყრობელი;
ღმერთი მამა, ღმერთი ძე და ღმერთი სული წმიდაი;
გარნა არა სამნი ღმერთნი, არამედ ერთი არს ღმერთი.
უფალი მამა, უფალი ძე და უფალი სული წმიდაი; გარნა არა სამნი უფალნი, არამედ ერთი არს უფალი. ხოლო უკეთუ განთვისებულად თვითოეულისა გვამოვნებასა მათსა ღმრთად და უფლად ქრისტეანობისა ჭეშმარიტებისა-მიერ აღვიარებთ, გარნა სამთა ღმერთთა ანუ სამთა უფალთა გვაყენებს ჩუენ თქმად კათოლიკე ეკლესია.
რამეთუ მამა არავისგან არს ქმნული და არცა შობილი, ხოლო ძე თვით მამისა მისგან არს, არა ქმნული, არამედ შობილი, და არცა სული წმიდაი არს გარნა მამისაგანვე, გინა თუ ქმნული, ანუ თუ შობილი, არამედ გამომავალი.
ხოლო ერთ არს მამა და არა სამნი მამანი, ერთ არს ძე და არა სამნი ძენი, და ერთ არს სული წმიდაი და არა სამნი სულნი წმიდანი.
ხოლო წმიდასა ამას სამებასა შორის არა არს პიველობა და უკანასკნელობა, არცაღა თუ უზესთაესობა გინა უმცირესობა: არამედ სრული სამგუამოვწება და თანა არსება მათ შორის.
და ყოველთა მართლმორწმუნეთა მიერ ვითარცა ვსთქუთ, ესრეთ უკუე პატივ-იცემების სამება, ერთ არსებით და ერთ არსება სამებით. ხოლო რომელთა უნდეს ცხოვრება, ესე გითარარ ჯერ-უჩნსთ მათ სარწმუნოებისა პყრობა წმიდისა სამებისათვის.