ხოლო თანა გუაძს ჩუენ ესეცა საუკუნესა მის ცხოვრებისათვის პოვგნად, რათა განხორციელებაცა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი გურწმენეს ჭეშმარიტად, ხოლო მართალი იგი სარწმუნოება ესე არს, რათა გურწმენეს და აღვიარებდეთ, რამეთუ უფალი ჩუენი იესო ქრისტე – ძე ღმრთისა ღმერთი უკუე არს და კაცი, ღმერთი არსებისაგან მამისა, პირველ საუკუნეთა შობილი, ხოლო კაცი არსებისაგან დედისა მისისა, ჟამსა შინა შობილი, სრული ღმერთი და სრული კაცი, სულისაგან პირმეტყუელისა, კაცობრივითა ხორცითა თანა შედგმული. თანასწორი მამისა ღმრთეებითა და უმცირესი მამისა კაცებითა. ხოლო რომელიცა ესე ვსთქუთ, ღმერთი და კაცი სრული, არა არიან ორ, არამედ ერთი უკუე არს ქრისტე და არა შეიცუალა ღმრთეება იგი მისი კაცად, ნუ იყოფინ, არამედ თვით მიმღებელ იქმნა კაცებისა ღმრთეებისა მიმართ, არა შერევნითა ბუნებისათა, არამედ შეერთებითა გუამოვნებისათა. ხოლო ვითარცა უკუე პირმეტყუელი იგი სული და ხორცი ერთი არს კაცი, ეგრეთვე უკუე ღმერთი და კაციცა.
ერთი, არს ქრისტე, რომელმან ივნო ცხოვრებისათვის ჩუენისა, რომელი შთახდა ჯოჯოხეთად და მესამესა დღესა აღდგა მკუდრეთით, და ამაღლდა ზეცად, რომელიცა დაჯდა მარჯუენით ღმრთისა და მამისა ყოვლისა მპყრობელისა, და მუნითგან მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა მოსლვითა ყოველნი კაცნი აღდგებიან ხორცითა მათითა, და სიტყუას უგებენ საქმეთა მათთათვის, და რომელთა უკუე კეთილი უქმნიან, წარვლენან ცხოვრებასა მას საუკუნესა, ხოლო ბოროტის მოქმედნი ცეცხლსა მას საუკუნესა.
ესე იგი არს კათოლიკე სარწმუნოება, რომელი უკეთუ ვის მტკიცედ და უეჭველად არა რწმენა, არა ძალუცს ცხოვრებად.