რომელისა სარწმუნოებისა ხარ. – ქრისტიანე ვარ.
რაი არს ქრისტიანე. – რომელიცა ღმრთისა თანა და მართლმორწმუნეობით ცხოვნდების და კეთილ სახედ იქცევის.
ღმრთისმეტყუელებისათვის რაოდენსა ბუნებასა აღიარებ. – ერთსა ბუნებასა აღვიარებ.
რომელსა. - ღმრთეებისასა.
რაი, არს ღმერთი. – ღმერთი არს არსებაი უმიზეზო და მიზეზი ყოველთა. ესე იგი არს ყოვლად ძლიერი და ყოვლისა შემძლებელი, და ყოვლისა მიზეზისა და ბუნებისა უზეშთაესი დამბადებელი.
ვითარ იცნობების მამა ძისაგან. - გუამოვნებითა, ვინაითგან მამა არს უშობელი.
ვითარ იცნობების ძე მამისაგან, – გუამოვნებისაებრ, ვინათგან ქრისტე არს შობილი.
ვითარ იცნობების სულიწმიდა მამისაგან, - გუამოვნებისაებრ, გინათგან არს გამომავალი.
ვითარ გრწამს. - მრწამს ერთი ღმერთი მამაი, და ერთი ღმერთი – მისგან შობილი ძე, და ერთი ღმერთი – სულიწმიდა, მამისაგან გამომავალი.
რაი არს არსებაი, – არსებაი არს თვით თავით თვისით მყოფი და არა მოქენე სხვისა შემტკიცებისა.
რაოდენსა გუამოვნებასა აღიარებ ღმრთეებისათვის. – სამსა აღვიარებ გუამოგნებასა: მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
რაი არს გუამოვნება. – პირებაი თანა არსი, ხატი ბუნებისა მამისა, ხოლო პირებათა ვიტყვით ღმრთისათვის უსხეულოთა და უფეროთა.
რაი არს განთვისება თვითოეულისა სამთა მათ გუამოვნებათა და რაი არს ზოგადი, – განთვისება არს მამისა უშობელობა და ძისა შობილობა და სულისა წმიდისა გამომავლობა, შეერთება მათი - ღმრთეება და მეუფება.
ქრისტეს განხორციელებისა განგებისათვის რაოდენთა ბუნებათა აღიარებ. – ორსა ბუნებასა აღვიარებ, ერთსა მას ღმრთეებისასა და მეორესა კაცებისასა.
რაი არს ნება ღმრთეებისა. - ნება ღმრთეებისა არს განწმედად კეთროვანთა, ვითარცა რა ჯერ-უჩნდა უწყებად ჩუენდა ქრისტესა ნებისა მისისა და საქმისა მის საღმრთოსა. კეთროვანსა მას ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი.
რაი არს საღმრთო საქმე. – რამეთუ ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.
რაი არს ნება კაცებისა. - ნება კაცებისა არს, რომელ ითხოა სუმად, ვითარცა იგი ჯუარსა ზედა.
რომელი არს საქმე კაცობრივი. – კაცობრივი საქმე არს, რომელ ვიდოდა გზათა და დაშვრა, და მსგავსნი ამისნი.
რაოდენსა გუამოვნებასა აღიარებ განხორციელებისათვის. - ერთსა გუამოგნებასა აღვიარებ, რამეთუ იგივე ერთი არს ძე ღმრთისა და ძე ქალწულისა.
ვითარ ეზიარების ძე მამასა და სულსა წმიდასა. – ხიარ უკუე მათდა არს ძე საღმრთოითა ბუნებითა, ვინათგან სრული ღმერთი არს.
ვითარითა ზიარებითა ეზიარების კაცთა. - ბუნებითა მით გუამოვნებისა მისისათა, ვინათგან და კაციცა არს სრული.
რაისათვის განხორციელდა ძე და არა მამაი, გინათუ სულიწმიდა, – რათა დაიცვას მან თვითებაი იგი გუამოვნებისა თვისისა, და რათა იყოს იგი ვითარცა ცათა შინა ძედ და ეგრეთვე ძედ ქუეყანასა ზედა.
ამინ.