მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

მოძღვართა მიერ გამოკრებილი წინასწარმეტყველებანი

 

სამოძღურებელად და სასწავლელად, რომელთა უნდეს სწავლის და უწყების და ზედა-მიწევნის, რომელი სულმან წმიდამან მოსცა წმიდათა თვისთა უწყებად ესე, ვითარცა იტყვის წიგნი: "მიეახლე ღმერთსა და მოგეახლოს შენ" (იაკ. 4:8) და შემდგომი ამისი.


რომელნი მადლითა ღმრთისაითა გამორჩეულ ნათესავთაგან კაცთაისა მითხრობად სიტყუათა მათ ღმრთისათა და საიდუმლოთა მათ დაწერილთა, რომელი სულმან წმიდამან მოსცა უწყებად წმიდათა თვისთა და წინასწარმეტყუელთა, რომელნი პირველვე იჩინა მსახურ-ყოფად თვისა, ვითარცა-იგი ეტყვის უფალი იერემიას ქელკიანსა, ვითარმედ: ვიდრე გამოსვლადმდე შენდა საშოსა შინა გიცან შენ, ვიდრე გამოსვლადმდე მუცელსა დედისა შენისასა განგწმიდე შენ და წინასწარმეტყუელად წარმართთა დაგადგინე შენ (იერ. 1, 5). უფროსღა ნეტარი იგი დავით, რომელმან პოვა მადლი წინაშე ღმრთისა, ვითარცა ეწამების უფალი და ეტყვის: ვპოვე დავით, მონაი ჩემი და საცხებელი წმიდაი ჩემი ვსცხე მას (88, 21).


ამან ნეტარმან მადლი იგი წინაწარმეტყუელებისაი მიიღო სულითა წმიდითა, აქუნდა მეფობისაიცა იგი გვირგვინი, არამედ უმჯობეს და უდიდებულეს შეერაცხა ღმრთის მსახურ-ყოფად თავი თვისი წინაწარმეტყუელებითა მით და ფსალმუნებითა გალობად ღმრთისა მიმართ, რომლითა სულთა უკუთურთა განასხმიდა, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მეფეთასა, ვითარმედ: რაჟამს გალობნ დავით გალობასა უფლისასა წინაშე საულისა, განეშორის სული იგი უკეთური საულისგან (1 მეფ. 16,23).


ამისთვისცა ყოველთა მოსაგებელთა უზეშთაესად გამოაჩინებს საღმრთოსა მას სოფლიერებრსა მოძღურებასა და იტყვის, ვითარმედ: გულის-სათქუმელ არიან იგინი უფროის ოქროისა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა და უტკბილეს არიან იგინი უფროს თაფლისა მის გოლეულისა; და რამეთუ მონამანცა შენმან იცვეს ესე და დაცვასა მისსა მოსაგებელ მრავალ (18, 11-12).


და აწ გულისვმა-ყავ, საყუარელო, რაოდენი მოსაგებელი აქუს ამას წურთილებასა, რამეთუ:

ამის მიერ მოპოვნებად ჩუენდა სიყუარული (ღმრთისაი);

ამის მიერ შეწყნარებად უზრუნველი იგი ცხორებაი;

ამის მიერ სინანულისა პირს-ყოფად;

ამის მიერ აღსლვად მარადის ლოცვანი ჩუენნი წინაშე უფლისა;

ამის მიერ მოტევებაი მრავალთა ცოდვათა ჩუენთაი;

ამის მიერ ვითარცა წინაშემდგომელ და მეტყუელ წინაშე უფლისა;

ამის მიერ პირითა ჩუენითა ქებად ღმრთისა ღირს-ყოფად;

ამის მიერ დასთა თანა ზეცისათა მგალობელ;

ამის მიერ ნებაი ღმრთისაი უწყებულ, და სათნოებაი მისი მითხრობილ;

ამის მიერ ვითარცა წესსა წინაწარმეტყუელებისასა აღმასრულებელ;

ამის მიერ დაუშჯელად ურცხვინელნი წარდგომად წინაშე უფლისა;

ამის მიერ დამკვიდრებად ჩუენდა ცხორებაი იგი საუკუნოი;

და უფროსღა და ზეშთა სიტყვისა მარადის თაყუანის-საცემელსა მას ღმრთეებასა, სამებასა წმიდასა მაუწყებელ და გამოძიებად ჩუენდა ამით წურთილებითა, რამეთუ იტყვის მა ფსალმუნსა, ვითარმედ: ჰსურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოველო [41:2].


ხოლო შემოქმედებისათვის ლბ ფსალმუნსა იტყვის, ვითარმედ: სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს, და სულითა პირისა მისისაითა - ყოველი ძალი მათი (32:6).


და მერმე ყოვლად უხრწნელისა მის ზესკნელ მამისა მიერ შობასა მის ძისასა ესრეთ აუწყებს რთ ფსალმუნი, ვითარმედ: მთიებისა წინა გშევ, შენ [109:3].


და რაჟამს ქუეყანად საშოდ წმიდისა ქალწულისა მარიამისა მოვალს, ოა ფსალმუნი აუწყებს, ვითარმედ: გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა (71:6).


და განკაცებისათვის უფლისა პვ ფსალმუნი, ვითარმედ დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მუნ, და მან თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან [86:5].


და რამეთუ ყოვლად წმიდაი მშობელი და დედაი მარადის ქალწულებასავე ჰგიეს, მე ფსალმუნი იტყვის: წმიდა-ყო საყოფელი თვისი მაღალმან; ღმერთი მის შორის და იგი არა იძრას უკუნისამდე [45:5-6].


ხოლო ღმრთეებით გამოცხადებისათვის უფლისა ზედა იორდანესა რიზ ფსალმუნი იტყვის: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ (117:27).


და ზეგარდმო მამისა მიერ წამებისათვის ძისა მიმართ მა ფსალმუნი იტყვის: უფსკრულმან უფსკრულსა ჰხადა ხმითა ზე-გარდამოსატევებელთა შენთაითა (41:8).


ხოლო ვნებათა მათთათვის, რომელი ნეფსით თავსდებად ეგულებოდა და პირველად წმიდასა მას სერობასა თვისთა მოწაფეთა შორის სათნო-იყო დაჯდომაი, კბ ფსალმუნი იტყვის: განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი საშურებელად მაჭირებელთა ჩემთა (22:5).


და სერსა მას ზედა მხილებისათვის მიმცემელისა იუდაისა მ ფსალმუნი იტყვის: რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, განადიდა ჩემ ზედა შეტყუვილი [40:10].


ხოლო რაჟამს ჰურიანი შეკრბეს განზრახვად სიკუდილისათვის უფლისა, ბ ფსალმუნი იტყვის, ვითარმედ: ერმან იზრახა ცუდი; შეიზრახნეს მთავარნი და შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის (2:1-2).


და კუალად ყუედრებისათვის იუდაისა და განსლვისათვის შემდგომად წმიდისა მის სერობისა და ჰურიათა და მღვდელთ მოძღვართა თანა ძვირის სიტყვისათვის მ ფსალმუნი იტყვის: გარე-განვიდის და მასვე იტყვინ; ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი და ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა (40:7-8).


და ღამესა მას, რომელსა მიეცემოდა ხელთა ჰურიათასა და განვიდა მოწაფითურთ მთასა მას ზეთისხილთასა და იწყო თვისაგან ლოცვად, მწუხარებად და ურვად, ნდ ფსალმუნი იტყვის: ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისი... მომხედე მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი (54:2-3). და სხვანი შემდგომნი სიტყუანი ვიდრე დასასრულადმდე ფსალმუნისა ამის აუწყებენ, და კუალად რჱ ფსალმუნი იტყვის: სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ |108:4|.


ხოლო რაჟამს-იგი ჰყუედრიდა პეტრეს ძილისა მისთვის, რიჱ ფსალმუნი იტყვის: მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა, დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა [118:28].


და ოდეს-იგი მოვიდა ღამე ერი ჰურიათაი და გარე-მოადგეს შეპყრობად უფალსა, კა ფსალმუნი იტყვის: გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან მომიცვა მე (21:17).


ხოლო რაჟამს-იგი შეიყვანეს შორის მღვდელთ მოძღუართა და განიკითხვიდეს და ცრუ მოწამენი აღადგინნეს მის ზედა, ლდ ფსალმუნი იტყვის: განიღვიძე და მომხედე განკითხვასა ჩემსა [34:23]. და კუალად: რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი სიცრუისანი და რაი არა უწყოდეს (34:11).


ხოლო ჯუარსა დამსჭუალვისა მისთვის და სხუაი ყოველი რომელი აღესრულებოდა მის ზედა, კა ფსალმუნი იტყვის: ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედე მე [21:2]. ამას ფსალმუნსა შინა ვიდრე დასასრულადმდე ყოველივე ჰპოვო.


ხოლო საფლავსა დადებისათვის უფლისა პზ ფსალმუნი იტყვის: დამდვეს მე მღვიმესა, ქუესკნელსა ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა (87:7).


და რამეთუ არა განიხრწნნეს სამ დღე სოფელსა შინა წმიდანი იგი და საუფლონი ღმრთეებასა თანაშეყოფილნი ხორცნი, იე ფსალმუნი იტყვის: რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი (15:10).


ხოლო აღდგომისათვის წმიდისა რა ფსალმუნი იტყვის: შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი (101:14). და კუალად ჲზ ფსალმუნი იტყვის: აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი [67:1] - ესე ფსალმუნი სრულიად.


და მერმე ზეცად ამაღლებისა მისისათვის იგივე ჲზ ფსალმუნი იტყვის: რომელ-იგი აღმაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცა ხმაი მისი (67:34).


და კუალად მომავალ არს ძლიერებით განშჯადსოფლისა, ეზ ფსალმუნი იტყვის: რამეთუ მოვიდეს იგი განკითნვად ქუეყანისა [97:9].


და ვიდრე, ანუ რომელსა ადგილსა მოსლვად არს განსჯად, რკა ფსალმუნი გამოაცხადებს და იტყვის: იერუსალემი შენებულ არს |121:3|, რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი სასჯელისანი, საყდარნი დაიდგნეს სახლსა მას დავითისსა (121:5).


და ვიდრე არა თუ ყოველთა მათ ფსალმუნთა ძალსა შემძლებელ ვიქმნენით მითხრობად და რამეთუ მრავალ წამებანი და სიტყუანი ამათვე სახეთათვის, რომელ ზემო დავწერენით, არამედ მრავლისაგან მცირედი გაუწყეთ მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, რაითა აქუნდეს ესე სამოძღურებელად ყრმათა ჩუენთა - შვილთა ეკლესიაისათა რომელთა ნეტარი იგი მეფსალმუნე უღაღადებს და იტყვის: აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა (112:1).


გულს–მოდგინე ვიქმნნეთ კეთილსა ამას მოსაგებელსა ჩუენდა შესაძინელად საღმრთოისაგან მადლისა და ნუმცა ვიქმნებით უდებ სწავლულებისა და წურთისა, რაითა არა გუესმეს ვითარცა რისხვით და ყუედრებით სიტყუაი იგი უფლისაი, ვითარმედ: შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი (49:17), არამედ ყოველთა ფსალმუნთა წურთად შეუდგეთ, რაითა ესე მარადის გუაქუნდეს გონებათა ჩუენთა დღე და ღამე გალობით მითხრობად რომლითა შემძლებელ ვიქმენით სიტყუად უფლისა მიმართ, ვითარმედ: სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან განმსწავლა მე (17:36].