მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

სარწმუნოებისათვის წმიდისა მაქსიმეს თქმულთაგან შემოკლებულად,
კითხვა-მიგება თვითეულისა მართლმადიდებელისა ქრისტეანისა.

 

რაოდენსა ბუნებასა აღიარებ წმიდისა და თანა არსისა და განუყოფელისა სამებისათვის. - ერთსა ბუნებასა აღვიარებ.


რაოდენსა არსებასა. - ერთსა არსებასა.

რაოდენსა ხატებასა. - ერთსა ხატებასა.

რაოდენსა ნებასა. – ერთსა ნებასა.

რაოდენსა გუამოვნებასა. - სამსა გუამოვნებასა აღვიარებ: მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა.

რომელი წმიდისა სამებისაგანი განხორციელდა. - ძე, სიტყუაი.

რაოდენთა ბუნებათა აღიარებ ძისათვის ღმრთისა, რომელი განხორციელდა ჩუენთვის. – ორსა ბუნებასა აღვიარებ, ღმრთეებისასა და კაცებისასა.

რაოდენსა არსებასა. - ორსა არსებასა აღვიარებ: ერთსა თანა არსსა ღმრთეებრ მამისა თანა, და მეორესა მას არსებასა დედისა თანა, კაცობრივ.


რაოდენთა ნებათა. – ორთა ნებათა აღვიარებ: ღმრთეებისასა და კაცებისასა.


რაოდენთა მოქმედებათა. – ორთა მოქმედებათა აღვიარებ.


რაოდენთა გუამოვნებათა. - ერთსა გუამოვნებასა ღმრთისა სიტყვისასა.


რაოდენთა შობათა. - ორთა შობათა აღვიარებ: ერთსა მას პირველ საუკუნეთა უჟამოდ და უხორცოდ, რომელი აღმობრწყინდა მამისაგან, ვითარცა რა მზისა მიერ ნათელი, ხოლო მეორესა უკანასკნელ წმიდისაგან ქალწულისა და ღმრთისმშობელისა მარიამისაგან, რამეთუ იშუა ღმერთი დიდი, სამარადისო, თანადაუსაბამო, უხილავი, მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი და გარეშემოუზღუდველი ღმრთეებითა, რომელი სცნობს გულსა ყოველთა კაცთასა, ხოლო წმიდამან ღმრთისმშობელმან შუა ერთი გუამოვნება ორითა ბუნებითა ცნობილი, ღმრთეებრ შობილი მამისაგან უჟამოდ და უკანასკნელსა ჟამსა შინა ქალწულისა ამისგან განხორციელდა და იშუა ხორცითა. ხოლო უკეთუ ვისმე ამისა სწავლად ენებოს ჩუენ მიერ და გუკითხვიდეს, ვითარმედ უკეთუ შობილი იგი წმიდისა ღმრთისმშობელისა არსმეა ორითა ბუნებითა, მიუგებთ მათ ჩუენ და ვიტყვით: ჰე, ორითა ბუნებითა არს იგი, რამეთუ ღმერთი არს იგი და კაცი. ესე ვითარად ჯუარცმისათვის და აღდგომისა და ამაღლებისა, ხოლო ბუნებისა არა არს ესე, არამედ გუამოვნებისა. ივნო უკუე ქრისტემან, ვინათგან იყო იგი ორითა ბუნებითა, და ვნებულითა მით ბუნებითა ჯუარს-ეცუა, რამეთუ

ხორცითა მოეკიდა ჯუარსა ზედა და არა ღმრთეებითა. ხოლო უკეთუ იტყვიან ჩუენდა მკითხველნი, ვითარმედ ორნივე იგი ბუნებანი მოაკუდინა, მიუგებთ მათ ჩუენ და ვეტყვით: არა, ნუ იყოფინ ესრეთ, რომელ არა ორნივე იგი ბუნებანი ჯუარს ეცუნენ, არამედ იშუა ქრისტე, რომელ არს სიტყუა ღმრთისა, ხორცითა და განკაცნა, ხორცითა ჯუარს ეცუა და ხორცითა ივნო და კუალად ხორცითავე მოკუდა, ხოლო ღმრთეება იგი მისი ეგო უვნებელად.


რაოდენნი ბუნებანი იყუნენ ჯუარსა ზედა მოკიდებულ. - იესო იგი იყო ორითა მით ბუნებითა, გარნა ვნებულითა მით ბუნებითა ხორცთათა ჯუარსა ზედა მოკიდებულ იყო, ხოლო ღმრთეებითა არა და რომელსა ესრეთ ჰრწმენეს განწესება ესე, იგი ჭეშმარიტად ისრაიტელი არს, რომლისა თანა ზაკუა არა არს, ხოლო უკეთუ კუალად გნებავს ცნობად, უკეთუ რა არს ღმერთი და ვითარ ჯერ გიჩნს თაყუანისცემა მისი, ისმინე და გულისხმაჰყავ, და სცნა ნამდვილვე მამა და ძე და სული წმიდა, ერთი წმიდა, ერთი ნება, და ერთი ბრძანება, და ერთი სიბრძნე, და ერთი ძალი. ხოლო არა თუ ერთი იგი პირველ საუკუნეთა და მეორე იგი შემდგომად საუკუნეთა, არამედ ერთი არს მამა და ძე და სულიწმიდა. ძე მამისა თანა და სულიწმიდა ძისა თანა ერთ არიან ბუნებითა და ერთ ღმრთეებითა. ხოლო განიყოფებიან გუამოვნებისაებრ სამად და კუალად არიან ერთობით სიტყვისაებრ არსებისა, და ამისთვის მამასა ვიტყოდეთ და ძესა ვადიდებდეთ და სულსა წმიდასა აღვიარებდეთ, და ღმრთად სახელ ვსდებდეთ, რომლისა მიერ საღმრთო იგი ბუნება ზოგადი არს მამისა და ძისა ღა წმიდისა სულისა. რომელმან სთქუას მამა და ძე და სულიწმიდა, არა არიან ზოგადნი სახელები იგი, არამედ განწვალებულ თვითოეულისა გუამოვნებისა მათისა, რამეთუ არა სახელედების მამასა ძედ, და ძესა არა სახელედების მამად, და არცა სულსა წმიდასა მამად გინა ძედ, არამედ მარადის სამებასა მას ეწოდების ღმერთი. ხოლო ვიტყვი სამგვამოვნებასაცა, ესე იგი არს, სამსა პირსა, ერთსა ხატებასა. და არა ვიტყვით ამა სამთა პირთა შინა სამთა არსებათა, გინა თუ სამთა ბუნებათა, ანუ სამთა

ღმერთთა, ვითარცა სამ გზის წყეულისა არიოზისა იგი მოწაფენი, არამედ ერთსა ღმერთსა, ერთსა არსებასა და ერთსა ბუნებასა სამითა გუამოვნებითა აღვიარებთ. ხოლო არა ვიტყვით ერთსა გუამოვნებასა, ვითარცა წყეულნი იგი საბელიანოზნი, არამედ სამგუამოვნებითა ვიტყვით და სამპირებითა და ერთ ხატებითა და ერთ ღმრთეებითა, და აღვიარებთ და ვევედრებით და პატივს ვსცემთ.