მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ზაქარია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 4 

 

1. და მოაქცია ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და აღმადგინა მე, ვითარსახედ რაჟამს აღდგის კაცი ძილისაგან მისისა.

 

2. და თქუა ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ? და ვარქუ: ვიხილე და, აჰა, საბაზმაკე ოქროსაჲ სრულიად და ლამპარი ზედაჲთ მისსა და შჳდნი ბაზმაკნი ზედაჲთ მისსა და შჳდნი მოსავსებელნი მათნი ზედაჲთთა მისთა ბაზმაკთანი.

 

3. და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით.

 

4. და ვიკითხე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის მეტყუელმან: რა არიან ესენი, უფალო?

 

5. და მომიგო ანგელოზან მზრახვალმან ჩემ შორის მეტყუელმან ჩემდა მომართ: არა იცია რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო!

 

6. და მომიგო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ უფლისა ზორობაბელისა მიმართ მეტყუელი: არა ძალისა მიერ დიდისა და არცა ძლიერებისა, არამედ სულისა მიერ ჩემისა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,

 

7. რაჲ იყოს შენდა მთაჲ დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისასა წარმართებულად? და განვასწორო ქვაჲ მკჳდრობისაჲ სისწორითა მადლისათა, მადლთა მისთა.

 

8. და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

 

9. ჴელთა ზორობაბელისათა დააფუძნეს სახლი ესე და ჴელთა მისთა განასრულონ იგი. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე შენდამო.

 

10. მით, რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო დღეთა მცირეთა და მადლიერობდენ და იხილონ ქვაჲ კასსტირიონი ჴელსა შორის ზორობაბელისასა. შჳდნი ესე თუალნი უფლისანი არიან, ზედდამხედველნი ყოვლისა ქუეყანისანი.

 

11. და მიუგე და ვთქუ მისდამი: რაჲ ორნი ზეთისხენი: მარჯუენითნი საბაზმაკისანი და მარცხენითნი?

 

12. და ვჰკითხე მეორედ და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ ორნი რტონი ზეთისხეთანი ჴელთა შორის ორთა მოსაყოფელთა ოქროჲსათა ზედმასხმელთა და ზედმავსებელთა, მოსავსებელთა მათ ოქროჲსათა?

 

13. და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: არა იცია, რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო.

 

14. და მითხრა მე: ესე, ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა.

 

 4