1. სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, ვეძიებდ მას, და არა ვპოვე იგი. ვხადოდე მას, და არა ჴმა-მცა მე.
2. აღვდეგ და მოვლენ ქალაქნი, უბანნი და ურაკპარაკნი და ვეძიებდ, რომელმან შეიყუარა სული ჩემი, ვეძიებდი და არა ვპოე.
3. მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. სიძე ეტყჳს მცველთა ქალაქისათა: ნუუკუე იხილეთა, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან?
4. ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან. პოვა სიძემან და ეტყჳს სძალსა: შევიპყარ იგი და არა განუტევე იგი, ვიდრემდის შევიყვანე იგი სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.
5. ქალწულთა აფუცა მეორედ სძალმან და ეტყჳს: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, და უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ინებოს.
6. სიძე იტყჳს სძლისათჳს: ვინ არს, რომელი აღმოვალს უდაბნოთ, ვითარცა რტოჲ, კუამლი საკუმეველისა, მური და გუნდრუკი ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა?
7. ასულნი იტყჳან: ესერა, აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემოს მისსა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.
8. ყოველთა უპყრიეს მახჳლნი, წურთილნი ბრძოლასა. კაცი და მახჳლი მისი წელთა მისთა შიშისათჳს და განკრთომისა ღამესა შინა.
9. გავალაკი იქმნა მეფემან სოლომონ ძელთაგან ლიბანისათა.
10. სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი და კამარა მისი დრეკილი ოქროჲსა, აღსავალი მისი - პორფირი, იატაკი მისი - ქვაფენილ, სიყუარული ასულთაგან იერუსალიმისათა.
11. განვედით და იხილეთ, ასულნო სიონისანო, მეფე სოლომონ გჳრგჳნითა მით, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა მას სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა გულისა მისისასა.