მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ქებათა - ქება სოლომონისა

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 1 

 

1. ქება ქებათა სოლომონისა, რომელ არს კურთხევა კურთხევათა, რომელსა ეწოდების ებრაელებ სირ ასირინ.

 

2. სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა,

 

3. და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ,

 

4. მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით. ქალწულთა მიუთხრა სძალმან სიძისათჳს, რომელიცა მიმადლა მას: შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა, - სძალმან მიუთხრა ქალწულთა, და მათ თქუეს: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი. შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. ქალწულნი სიძისა მიმართ ჴმობენ სახელითა სიძისათა: სიწრფოებამან შეგიყვარა შენ,

 

5. სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.

 

6. ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ.

 

7. სიძე ეტყჳს სძალსა: მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა?

 

8. სიძე ეტყჳს სძალსა: უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა.

 

9. კუალად სიძე ეტყჳს: ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო.

 

10. ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.

 

11. ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა.

 

12. ვიდრემდის მოასხნეს მას ჴელნი მისნი მეფემან. სძალი ეტყჳს თავსა თჳსსა და სიძესა: ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.

 

13. შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ.

 

14. ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.

 

15. სიძე ეტყჳს სძალსა: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან.

 

16. სძალი ეტყჳს სიძესა: აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩუენსა ზედა საგრილი.

 

17. მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი.

 

 1