1. ხოლო ეფრემ ბოროტსა სულსა სდევდა სიცხესა დღესა სრულსა, ცუდთა და ამაოთა განამრავლებდა და აღთქუმასა ასსურასტანელთა თანა აღსთქმიდა, და ზეთი ეგჳპტედ შევიდოდა,
2. და საშჯელი უფლისაჲ იუდაჲს მიმართ შურის-გებად იაკობისა გზათაებრ მისთა და სიმარჯუეთაებრ მისთა მიაგოს მას.
3. შორის მუცლისა განწიხნა ძმაჲ თჳსი და შრომათა მიერ მისთა განძლიერდა ღმრთისა თანა.
4. განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო, რამეთუ ტიროდეს და მევედრნეს მე, სახლსა შინა ონისსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მათდა მიმართ.
5. ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს მოსაჴსენებელ მისსა.
6. და შენ ღმრთისა ჩუენისა მიიქცე, წყალობა და მსჯავრი დაიცევ და მიეახლე ღმრთისა მიმართ შენისა მარადის.
7. ქანაან, ჴელსა შინა მისსა სასწორი უსამართლოებისა, მიმხუეჭელობა შეიყუარა.
8. და თქუა ეფრემ: გარნა განვმდიდრდი, ვპოე აღმოფშჳნვაჲ მის შორის. ყოველნი შრომანი მისნი არა იპოვნენ მისსა, სიცრუისა მიერ ცოდა.
9. ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, აღმომყვანებელი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, მერმეცა დაგამკჳდრებ შენ კარავთა შინა, ვითარცა დღეთა დღესასწაულისათა.
10. და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე.
11. არა თუ გალაად არს, ტყუილ სადმე იყვნეს გალგას მთავარნი მემსხუერპლენი და მსხუერპლისსაცავნი მათნი, ვითარცა კუვები, კორდსა ზედა ველსა.
12. და განეშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონა ისრაილ დედაკაცისათჳს, და დედაკაცისათჳს დაიცვა.
13. და წინაწარმეტყუელისა მიერ აღმოიყვანა უფალმან ისრაილი ქუეყანისაგან ეგჳპტისა და წინაწარმეტყუელისა მიერ დაცვულ იქმნა.
14. განამწყრალა ეფრემ და განარისხა, და სისხლი მისი მას ზედავე გარდაესხას, და ყუედრება მათი მიაგოს მათ უფალმან.