მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ოსია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 10 

 

1. ვენაჴი რქაკეთილი ისრაჱლი, ნაყოფი კეთილცენებულ მისი, სიმრავლისაებრ ნაყოფთა მათთასა განამრავლნა მსხუერპლისსაცავნი კეთილთაებრ ქუეყანისა მისისათა, აღაშენნა ძეგლებნი,

 

2. განნაწილნეს გულნი მათნი, აწ უჩინო იქმნენ. მან დათხარნეს საკლურთხეველნი მათნი და საძაგელ იქმნნეს ძეგლები მათი

 

3. მით, რამეთუ იტყჳან: აწ არა არს ჩუენდა მეფე, რამეთუ არა შევიშინეთ უფლისაჲ, ხოლო მეფემან რაჲ მიყოს ჩუენ?

 

4. მეტყუელმან სიტყუათა მიზეზისა ცრუჲსათა აღთქუას აღთქმაჲ. აღმოსცენდეს, ვითარცა კლერტი, მსჯავრი კორდსა ზედა ველსა,

 

5. ჴბოსა სახლისა ოონისსა მსხემ იქმნნეს დამკჳდრებულნი სამარიასა, რამეთუ იგლოვა ერმან მისმან მის ზედა და ვითარცა განამწარეს იგი, იხარებდენ დიდებასა ზედა მისსა, რამეთუ გარდაეშენნეს მათ ზედა.

 

6. და მისთა ასსურასტანელთა მიმართ შემკრველთა მიჰგუარეს ძღუნა მეფესა არიმისასა მისაცემელად, ეფრემ შეიწყნაროს, სირცხჳლეულ იქმნეს ისრაჱლ განზრახვისა მიერ მისისა.

 

7. განაგდო სამარიამან მეფე თჳსი, ვითარცა ქარქუეტი პირსა ზედა უფლისასა.

 

8. და აღღებულ იქმნენ ბომონნი ონისნი, ცოდვანი ისრაჱლისანი. ეკალნი და კუროსთავნი აღდგენ მსხუერპლისსაცავთა მათთა ზედა. და ჰრქუან მთათა: დამფარენით ჩუენ; ბორცუთა - დამეცენით ჩუენ ზედა,

 

9. ვინათგან ბორცუთა შეცოდეს ისრაჱლსა, მუნ დაადგინნეს, ვერ ეწიოს მათ.

 

10. ბრძოლაჲ შვილთა ზედა სიცრუჲსათა მოიწია საწურთელად მათდა, და შეკრბენ მათ ზედა ერნი განსაწურთელად მათდა, მრჩობლთა ზედა სიცრუეთა მათთა.

 

11. ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედააღჴდეს ეფრემ. დავიდუმო მე იუდა, განძლიერებასა შინა მისსა იაკობ.

 

12. სთესეთ თავთა თჳსთა სიმართლედ, მოისთულეთ ნაყოფად ცხოვრებისად, განუნათლეთ მათ ნათელი მეცნიერებისაჲ, გამოიძიეთ უფალი ვიდრე მოსლვამდე ნაშობთა სიმართლისა თქუენისათა.

 

13. რასათჳს დაიდუმეთ უთნოობა და სიცრუენი მისნი მოისთულენით? შჭამეთ ნაყოფი ცრუჲ, რამეთუ ესვიდეს ეტლებისა მიმართ შენისა სიმრავლესა შინა ძალისა შენისასა?

 

14. და აღდგეს წარწყმედაჲ ერსა შორის შენსა და ყოველნი მოზღუდვილებანი შენნი ოხრიდენ, ვითარცა მთავარი სალამა სახლისაგან იერობოამისსა დღეთა შინა ბრძოლისათა, დედაჲ შვილთა ზედა დაახეთქეს.

 

15. ესრეთ გიყო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, პირისაგან უკეთურებათა თქუენთასა.

 

 10