მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ნეემია

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 4 

 

1. და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

 

2. და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?

 

3. და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:

 

4. ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

 

5. და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.

 

6. შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.

 

7. რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას და არაბიელთა, ამონელთა, ვითარმედ მარჯვე იქმნა შენება ზღუდეთა იერუსალემისათა, და ვიწყეთ თჳთვეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა

 

8. და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემსა

 

9. და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, დავადგინეთ მჴუმილავნი ჩუენ ზედა დღისი და ღამე პირისაგან მტერთასა.

 

10. და თქუეს კაცთა ურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ რომელთამე ყონ ბრძოლა შეჭურვილთა და რომელთამე ყონ შენებაჲ.

 

11. და თქვეს რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ: არა ვაცნობოთ და არცა ვაუწყოთ მათ, ვიდრე თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა აღდგენ და მოვიდენ შორის მათსა, და მოვსწყვიდნეთ იგინი და დავაყდუნოთ საქმე მათი.

 

12. და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილად, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

 

13. და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.

 

14. და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს

 

15. და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.

 

16. და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.

 

17. რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

 

18. რომელი-იგი აშენებდეს, აქვნდა კაცად-კაცადსა ჴმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკული ბარკალსა თჳსსა და ეგრეთვე აღაშენებდეს ზღუდეთა იერუსალემისათა, რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

 

19. და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

 

20. აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.

 

21. და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

 

22. და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა იერუსალემსა, ღამე მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა, და დღისი ვიქმოდით.

 

23. და ვდეგთ მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე, და არავინ ჩუენგანი განიცარცვის, და არცა საჭურველი განჰყუნის.

 

 4