1. მიღებაჲ სანინევოჲ; წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ.
2. ღმერთი მოშურნე და შურისმგებელი, უფალი გულისწყრომისა თანა, შურისმეძიებელი უფალი წინააღმდგომთა მისთა და აღმღებელი თჳთ მტერთა თჳსთა.
3. უფალი სულგრძელ და დიდ ძალი მისი. და უბრალოჲ არ უბრალო ყოს უფალმან. აღსასრულისა შორის და ძრვისა შორის გზაჲ მისი და ღრუბლებ მტუერი ფერჴთა მისთაჲ.
4. მქადაგებელი ზღჳსაჲ და განმაჴმობელი მისი და ყოველთა მდინარეთა მომაოჴრებელი. შემცირდა ბასანელი და კარმელი და ყუავილოვნება ლიბანისანი მოაკლდეს.
5. მთანი შეიძრნეს მისგან და ბორცუნი შეირყინეს და კდემულ იქმნა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა თანად ყოველნი და ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის.
6. პირისაგან რისხვისა მისისა ვინ დაუთმოს და ვინ წინააღუდგეს წინააღმდეგად გულისწყრომასა მისსა? და გულისწყრომაჲ მისი დაადნობს დასაწყისთა. და კლდენი დაიფუშნეს მისგან.
7. ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა და საფლავსა შორის.
8. და რღუნასა სლვისასა მოსრულებაჲ ყოს მან. ზედაღდგომილთა და მტერთა მისთა სდევდეს ბნელი.
9. რაჲსა ჰსიტყუავთ უფლისა ზედა? მან ყოს მოსრულება. არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა,
10. რამეთუ ვიდრე საფუძველთამდე მისთა განკორდნენ და ვითარ ბრწამლი მოხუეული შეიჭამოს და ვითარცა ლელწამი სავსე სიჴმელითა.
11. შენგან გამოვიდეს გულისსიტყვა ძჳნად უფლისა ბოროტი განმზრახი წინააღმდგომთაჲ.
12. ამათ იტყჳს უფალი განმთავრებული წყალთა ზედა მრავალთა და ესრეთ განიკერძნენ და სასმენელმან შენმან არ შეისმინოს მერმე.
13. და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან და საკრველნი შენნი განვბძარნე.
14. და ამცნოს შენთჳს უფალმან - არ დაითესოს სახელისაგან შენისა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპნე წახნაგებულნი და გამოდნობილნი დავსხნე საფლავად შენდა.
15. რამეთუ მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებელად მოესრულოს, მოიკლას.