1. სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა. დღეთა იოათამისთა და იქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და იერუსალიმისა
2. ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით გამო წმიდით მისით.
3. მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა
4. და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა
5. უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი?
6. და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე.
7. და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი სასასყიდლონი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დავსხნე უჩინო საქმნელად მით, რამეთუ სასასყიდლოთაგან სიძვისათა შეკრიბნა და სასაყიდლოთაგან სიძვისათა მოიქცა.
8. ამისთჳს იგლოვდეს და ტიროდეს და ვიდოდეს უჴამლოჲ. და შიშუელმან ყოს ტყება, ვითარცა ვეშაპთა და გლოაჲ, ვითარცა ასულთა სირინოსთასაჲ
9. მით, რამეთუ არა დადგა წყლულება მათი მით, რამეთუ მიიწია ვიდრე იუდადმდე და შეახო ვიდრე ბჭემდე ერისა ჩემისა ვიდრე იერუსალიმამდე
10. გეთისშინინი ნუ განსდიდნებით, ენაკიმეთნი ნუ აღეშენებით სახლისაგან საცინელისა. მიწაჲ გარდაისხთ საცინელად თავთა თქუენდა.
11. დამკჳდრებულმან კეთილად ქალაქთა მისთა არ გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით სახლსა მახლობელსა მისსა. მოღებულ იქმნეს თქუენგან წყლული სალმობისაჲ.
12. ვინ იწყო კეთილთა მიმართ დამკჳდრებულმან სალმობათა, რამეთუ შთამოვიდეს ბოროტი უფლისა მიერ ბჭეთა ზედა იერუსალჱმისათა
13. ბგერაჲ საჭურველთა და ცხენოსანთაჲ. დამკჳდრებული ლაქისს წინამძღუარი ცოდვისა, არს შორის ასულსა სიონისსა, რამეთუ შენ შორის იპოვნნეს უთნოობანი ისრაჱლისანი.
14. ამისთჳს მოგცნე განვლინებულნი ვიდრე სამკჳდრებელამდე გეთისა. სახლნი ამაონი ცუდად იქმნნეს მეფეთათჳს ისრაჱლისათა
15. ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა.
16. დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან.