1. და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა მისისაჲ ჩემდამო.
3. და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და შთავიდა იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და აღვიდა მისდამი ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა.
4. და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა დიდი შორის ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად.
5. და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზდუად აღსუბუქებად მათგან. ხოლო იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა.
6. და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ შენ? აღდეგ და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან და არა წარვწყმდეთ.
7. და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით, ვყარნეთ წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს წილნი და დავარდა წილი იონას ზედა.
8. და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და რომლისა სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ?
9. და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი.
10. და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით, რამეთუ აგრძნეს კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა მათ).
11. და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღადგენდა ღელვათა.
12. და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და დაყუდნეს თქუენგან ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე დიდი თქუენ ზედა.
13. და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა.
14. და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით სულისათჳს კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ, უფალო, ვითარცა სახედ გენება, ჰყავ.
15. და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ რყევისაგან მისისა. და შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს აღთქმანი.