1. უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;
2. მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.
3. ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.
4. დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.
5. ალაგნი და საბრჴენი გზათა დრკუთა, ხოლო რომელი იცვიდეს თავსა თჳსსა განერეს მათგან.
6. მუხლი აკლია
7. მდიდართა გლახაკნი ჰმძლავრობენ და თჳსნი მონანი უფალთა ავასხებდენ.
8. რომელი სთესვიდეს ხენეშსა, მოიმკოს ბოროტი და წყლულებაჲ საქმეთა მისთაჲ აღესრულოს.
9. რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგიცა გამო-ვე-იზარდოს, რამეთუ თჳსისაგან პურისა სცა გლახაკსა.
10. განჴადე კრებულისაგან ბილწი და მის თანა განვიდეს ძლევაჲ. ოდეს დაჯდეს იგი კრებულსა შოვრის, ყოველნი შეურაცხ-ყვნის.
11. უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ.
12. და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან.
13. მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა.
14. მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა),
15. უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან.
16. რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი.
17. სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა რათა სცნა,
18. რამეთუ კეთილ არიან და უკუეთუ შეიკრიბნე იგინი გულსა შენსა, გახარონ შენ ერთბამად ბაგეთა შენთა,
19. რაჲთა იყოს უფლისა მიმართ სასოებაჲ შენი და გაუწყის შენ გზაჲ შენი.
20. ხოლო შენ გამოწერენ იგი გულსა შენსა სამწილად ზრუნვად და ცნობად სივრცესა სულისა შენისასა.
21. გასწაო უკუე შენ ჭეშმარიტი სიტყუაჲ და მეცნიერებისა კეთილისა მორჩილებაჲ მიგებად სიტყუასა ჭეშმარიტებისასა, რომელთა ყონ შენდა მიმართ სიტყუაჲ.
22. ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა.
23. რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი.
24. ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი.
25. ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ.
26. ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა.
27. უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.
28. ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა.
29. შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.