1. სიტყუა, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა, ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა ჴვლითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.
2. მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ. არქუთ: აოჴრდა ბაბილონი ბილ უშიში, შუებული მიეცა. მეოდახ. ჰრცხუენა კერპთა მისთა, ჰრცხუენა ქანდაკებულთა მისთა,
3. რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოთ. მან დადვას ქუეყანა მისი მოსაოჴრებელად. და არა იყოს დამკჳდრებული მის შორის, კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარჴდეს.
4. მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი, - და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წარვიდენ მეძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი.
5. ვიდრემდის სიონს იკითხონ გზაჲ, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, რამეთუ აღათქმაჲ საუკუნოჲ არა მოაკლდეს.
6. ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი, მწყემსთა მათთა განჴადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს, დავიწყდა სადგური საწოლი მათი.
7. ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისაჲ.
8. უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა.
9. რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად.
10. და იყოს ქალდეაჲ საიავროდ, ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, - იტყჳს უფალი, - რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი.
11. და მით, რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანებსა შორის, და ურქენდით, ვითარცა კურონი.
12. სირცხჳლეულ იქმნა დედა თქუენი ფრიად, მოიქცა მშობელი თქუენი დედაჲ კეთილთა მომართ. აჰა, უკანასკნელი წარმართთა ოჴერ და ურწყულ და უვალ.
13. რისხვისაგან უფლისა არა დამკჳდრებულ იქმნეს, და იყოს განსარყუნელად ყოვლად. და ყოველი წარმვლელი ბაბილონით დაწუხნეს, დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა.
14. წყობა-ყავთ ბაბილონსა ზედა გარემოჲს ყოველთა მომრთხმელთა მშჳლდისათა, მშჳლდვა-ყავთ მის ზედა, ნუ ჰრიდებთ მშჳლდვასა თქუენსა ზედა, რამეთუ უფალსა შესცოდა.
15. და დაიპყართ მის ზედა გარემოჲს, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, დაეცნეს დაეფანნი მისნი, დაირღვა ზღუდე მისი, რამეთუ შურისგება ღმრთისა მიერ არს. შური იძიეთ მის ზედა, ვითარცა ყო, უყავთ მას.
16. მოსპეთ თესლი ბაბილონისაგან, მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა. კაცადი ერისა მიმართ თჳსისა მიიქცენ და კაცადი ქუეყანად თჳსისა მიივლტოდიან.
17. ცხოვარი ცთომილი ისრაჱლი, ლომთა განაგარეეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასსურისმან, და ესრეთ უკანასკნელ მეფემან ბაბილონისამან, ნაბუქოდონოსორ, ძუალნი მისნი დაჭამნა.
18. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე შურისძიებასა ვჰყოფ მეფისა ზედა ბაბილონისასა და ქუეყანასა ზედა მისსა. ვითარცა შური ვიძიე მეფისა ზედა ასურისასა.
19. და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვრისა მიმართ მისისა, და ძოვდეს შორის კარმელსა და შორის ბასანსა და შორის მთასა ეფრემისსა და შორის გალაადისა. და აღივსნენ სულნი მათნი.
20. მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - ეძიებდენ უსამართლოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და არა იპოოს, რამეთუ მლხინებელ ვეყო დაშთომილთა ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი,
21. - ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე მას ზედა მწარედ და დამკჳდრებულთა მისთა ზედა შური იძიე, მახჳლო! და უჩინო-ყავ, - იტყჳს უფალი, - უკანაგან მათსა ძჳრნი, და ჰყოფდ ყოველთაებრ, რავდენთა გამცნებ შენ.
22. ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა,
23. ვითარ შეიმუსრა და შეიფქვა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი წარმართთა შორის?
24. წინაგანგეწყვეა შენ და ზედადაგესხნენ შენ? და წარჰჴდე, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე, შეპყრობილ იქმენ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე.
25. განაღო უფალმან საფასე თჳსი და გამოიხუნა ჭურნი რისხვისა მისისანი, რამეთუ საქმე არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ შორის ქუეყანასა ქალდეველთასა,
26. რამეთუ მოიწინეს ჟამნი მისნი, განახუენით დასაკრებელნი მისნი, გამოიკულიეთ იგი, ვითარცა ქუაბი, და მოასრულეთ იგი. ნუ იყოფინ მისსა დანეშტებული.
27. აღაჴმენით ყოველნი ნაყოფნი მისნი და შთამოვიდოდედ კლვად. ვაჲ მათდა, რამეთუ მოიწია დღე მათი და ჟამი შურისგებისა მათისაჲ.
28. ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა. შურისძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისა.
29. და მოწმება ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცემელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოს. ნუ იყოფინ მისსა განრინებული. მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა. ყოველთაებრ რავდენნი ყუნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინაგენეწყო წმიდისა ისრაჱლისა.
30. ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, - თქუა უფალმან.
31. აჰა, მე შენ ზედა, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, - მაგინებელთა, რამეთუ მოიწია დღე დაცემისა შენისაჲ და ჟამი შურისგებისა შენისა.
32. და მოუძლურდეს გინებაჲ შენი და დაეცეს, და არა იყოს აღმმართებელი მისი, და აღვაგზნა ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოსნი მისნი.
33. ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მიმძლავრებულ არიან ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსანი. ერთბამად ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ემძლავრნეს მათ, რომელთა არა ინებეს გამოვლინებაჲ მათი,
34. და მჴსნელი მათი ძლიერ უფალი ძალთაჲ, ყოვლისა მპყრობელ სახელი მისი. საშჯელი საჯოს წინამოსაჯულთა მისთა მიმართ, რაჲთა მოსპოს ქუეყანაჲ და განაძჳნნეს დამკჳდრებულნი ბაბილონისნი.
35. მახჳლი ქალდეველთა ზედა, - თქუა უფალმან, - და დამკჳდრებულთა ზედა ბაბილოვნისათა და დიდებულთა ზედა მისთა და გულისჴმისმყოფელთა ზედა მისთა, და მოისპნენ.
36. მახჳლი მისანთა ზედა მისთა, და დაშურენ. მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და დაიჴსნნენ.
37. მახჳლი ცხენებსა ზედა მისსა და ეტლებსა ზედა მისსა, მახჳლი მჴედართა ზედა მისთა და შერთულთა ზედა შორის მისსა, და იყუნენ, ვითარცა დედანი. მახჳლი საუნჯეთა ზედა მისთა, და დაიტაცნენ.
38. მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომლისამი ესვიდა, და განჴმეს და სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ ქუეყანაჲ ქანდაკებულთაჲ არს ჭალაკთა შენთა შორის და ექადოდინ.
39. ამისთჳს დაემკჳდრნენ ურჩხულნი ჭალაკთა შინა და დაემკჳდრნენ მას შინა ასულნი სირინოსთანი, და არა აღეშენოს მერმე უკუნისამდე, და არა დამკჳდრებულ იქმნეს მერმე ნათესავითი ნათესავად,
40. ვითარცა დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და მოზღურენი მათნი, - თქუა უფალმან, - არა დაეშენოს მუნ კაცი, და არა იმსხემოს ძემან კაცისამან.
41. აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ.
42. მშჳლდი და მაზრაკი აქუნდესყე; უგბილ არიან და არა შეიწყალებენ: ჴმაჲ მათი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენთა ზედა ცხენოსნობდენ განმზადებულნი, ვითარცა ცეცხლი მბრძოლობად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო!
43. ესმა მეფესა ბაბილონისასა სასმენელი მათი, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა, ვითარცა მშობისათა.
44. აჰა, ვითარცა ლომი, გამოვიდეს მაღნართაგან იორდანისათა, ადგილსა ეთამისთა, სამკჳდრებელსა შორის დასაბამისსა, რამეთუ მალიად განვდევნნე იგინი მისგან, და ყოველი ჭაბუკი მას ზედა დაეადგინო, რამეთუ ვინ ვითარ მე? და ვინ წინააღმიდგეს მე? და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელ დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?
45. ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელსა განიზრახავს ბაბილონსა ზედა და გულისსიტყუანი მისნი, რომელნი სიტყუნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქალდეაჲსათა, არა თუ განხრწნეთ კრავნი ცხოვართა მისთანი, არა თუ განქარდეს მათგან საძოვარი.
46. მით, რამეთუ ჴმისაგან მოსრვისა ბაბილონისა შეიძრას ქუეყანა, და ღაღადებაჲ მისი ისმეს ნათესავთა შორის.