მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იერემია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 47 

 

1. სიტყუაჲ, რომელი იქმნა იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოტომთა ზედა, პირველ განწყობისა ფარაოჲს ღაზაჲსა.

 

2. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, წყალნი აღმოვლენ ჩრდილოჲთა, და იყვნენ ღუარად წარმღუნელად და წარრღუნან ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა. და ღაღადებდენ კაცნი, და ვალალებდენ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი

 

3. ჴმისაგან მიმართებისა მისისა, და საჭურველები ფერჴთა მათთა ძლიერთაჲსა, და ძრვისაგან ეტლთა მათთაჲსა და ჴმისა ურმისთვალთა მათთაჲსა, არა მოიქცეს მამანი ძეთა ზედა მათთა.

 

4. მორჩილებისაგან ჴელთა მათთაჲსა დღესა შინა მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოტომთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი და ყოველნი ნეშტნი შემწეობისა მათისანი, რამეთუ მოჰსრავს უფალი დაშთომილთა ჭალაკებისათა.

 

5. ახს სიმტიერე ღაზასა ზედა, განვარდა ასკალონი და ნეშტნი ენაკიმეთნი, ვიდრემდის შეკრბებოდით, ვიდრემდის ჰკუეთ,

 

6. მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დაჰყუდნები, კუალად ეგე ქარქაშსა შენსა, განისუენე და დაყუდენ,

 

7. ვითარ დაყუდნეს. და უფალმან ამცნო მას ასკალონსა ზედა და ზღჳსკიდისათა ზედა, და ნეშტთა ზედა აღდგომად.

 

 47