მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იერემია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 43 

 

1. და იქმნა, ვითარცა დასცხრა იერემია მეტყუელი ერისა მიმართ ყოველთა ამათ სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინნა უფალმან ღმერთმან მათა ყოველნი სიტყუანი ესე.

 

2. და თქუა აზარია, ძემან მაასესმან, და იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მამაკაცთა ამპარტავანთა მეტყუელთა იერემიაჲსთა მთქმელთა: ტყუილ არს, არ მოგავლინა შენ უფალმან ჩუენდა მომართ მეტყუელმან: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ,

 

3. არამედ ბარუქ, ძე ნირისი, აღგძრავს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიმცნეს ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა მოკუდენად ჩუენდა და განსახლვად ჩუენდა ბაბილონად.

 

4. და არა ესმინა იოანან, ძე კარიესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშენებად იუდას შორის.

 

5. და მიიყვანნა იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა ყოველნი დაშთომილნი იუდაჲსანი, უკმოქცეულნი ყოველთაგან ნათესავთა, სადა განთესულ იყვნეს, მუნ დამკჳდრებად ქუეყანასა იუდაჲსასა,

 

6. მამები და დედები და ჩჩჳლები და ერი და ასულნი მეფისანი და სულნი, რომელნი დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან გოდოლიას თანა, ძესა აქიკამისსა, ძისა საფანისსა, და იერემია წინაწარმეტყუელი და ბარუქ, ძე ნირისი.

 

7. და შთავიდეს ეგჳპტედ არსმენისა მიერ მათგან ჴმისა უფლისასა, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე.

 

8. და იქმნა სიტყუაჲ უფლისა იერემიაჲს მიმართ ტაფნას შინა მეტყუელი:

 

9. მოიხუენ თავისა შენისად ქვანი დიდნი და დამალენ იგინი მალულსა შინა და ალიზსა შორის წინა კართა თანა სახლისა ფარაოჲსთა, ტაფნათს შინა, წინაშე თვალთა ძეთა იუდაჲსათა.

 

10. და ჰრქუა: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: აჰა, მე მივავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და დადგას საყდარი მისი ზედა კერძო ქვათა ამათ, რომელნი დავმალენ, და დასხნეს საჭურველნიცა მისნი ზედა კერძო მათსა, და აღიხუნეს საჭურველნი მისნი მათგან,

 

11. და შევიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდიდ სიკუდილსა, და რომელნი განსახლვად განსახლვასა, და რომელნი მახჳლად მახჳლსა.

 

12. და აღატყინოს ცეცხლი სახლებსა შინა ღმერთთა მათთასა, და დაცეცხლნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განსტისნავს მწყემსი სამოსელსა თჳსსა, და განვიდეს მშჳდობით.

 

13. და შემუსრნეს სუეტნი მზისქალაქისანი ენონსშინანი, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა.

 

 43