1. დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყვა ესე უფლისა მიერ მეტყველი.
2. ესრეთ თქვა უფალმან: დადეგ ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და აუწყო ყოველსა იუდასა მომავალთა თაყვანის-ცემად შორის სახლისა უფლისა. ყოველნი სიტყუანი, რომელნი გიბრძანენ შენ უწყებად მათდა, ნუ დააკლებ სიტყვასა.
3. ნუუკუე ისმინონ და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და დავსცხრე მე ბოროტთაგან, რომელთა ვსიტყუავ მე ყოფად მათდა ბოროტთათჳს სიმარჯვეთა მათთა.
4. და სთქვა მათდა მიმართ: ესრეთ იტყჳს უფალი: არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულთა შინა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირთა თქუენთა,
5. სმენად სიტყუებსა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთასა, რომელთა მე მივავლენ თქუენდა განთიად, და მივავლინენ და არა ისმინეთ
6. და მივსცე სახლი ესე, ვითარცა სილომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყევარად ყოველთა წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა.
7. და ისმინეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან იერემიასაგან თქმასა ამათ სიტყუათასა სახლსა შინა უფლისასა.
8. და იყო, და-რაჲ-სცხრა იერემია მეტყუელი ყოველთაჲ, რომელნი უბრძანნა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან მეტყუელმან: სიკუდილითა მოკუდეს,
9. რამეთუ წინაწარმეტყუელებდი სახელითა უფლისათა მეტყუელი: ვითარცა სილომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე მოოჴრდეს მკჳდრთაგან და განკრბა ყოველი ერი ირემიას ზედა, სახლსა შინა უფლისასა.
10. და ესმა მთავართა იუდაჲსთა სიტყუათა ამათ, და აღვიდეს სახლისაგან მეფისა სახლად უფლისა, და დასხდეს წინა კართა ბჭეთა კარვისა უფლისათასა.
11. და თქუეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელთა: სასჯელი სიკუდილისაჲ კაცსა ამას, რამეთუ იწინასწარმეტყუელა ძჳნად ქალაქისა ამის, ვითარცა გესმა ყურითა თქუენითა.
12. და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელმან: უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ზედა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელნი გესმნესყე.
13. და აწ უმჯობეს-ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი და ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ძჳრთაგან, რომელნი თქუნა თქუენ ზედა.
14. და, აჰა, მე ჴელთა შინა თქუენთა, მიყავთ მე, ვითარ შეჰგავს, და ვითარ უმჯობეს-გიჩნსყე თქუენ.
15. არამედ მცნობელთა ცანთ, მო-თუ-მკლათ მე, ვითარმედ სისხლსა უბრალოსა თქუენ მისცემთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტებით მომავლინა მე უფალმან თქუენდა მიმართ თქუმად ყურთა შორის თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.
16. და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა მიმართ: არა არს კაცისა ამის სასჯელი სიკუდილისა, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყოდა ჩუენდამო.
17. და აღდგეს კაცნი მოხუცებულთა ქუეყანისათანი და თქუეს ყოველსა შესაკრებელსა ერისასა მეტყუელთა:
18. მიქეა მორათელი იყო წინაწარმეტყუელ დღეთა შინა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ჰრქუა ყოველსა ერსა იუდაჲსსა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოერქუნოს და იერუსალემი, ვითარცა ხილისსაცავი, იყოს, და მთაჲ სახლისაჲ იყოს სერტყ მაღნარისა.
19. ნუ მომკლველმან მოკლა იგი ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან? არა, რამეთუ შეიშინეს უფლისა და რამეთუ ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტთაგან, რომელნი თქუნა მათ ზედა, და ჩუენ ვქმნენით ძჳრნი დიდნი სულთა ჩუენთა ზედა.
20. და კაცი ვინმე იყო მწინაწარმეტყუელებელი სახელითა უფლისათა, ურია, ძე სამეასი, კარიათიარიმით, და წინაწარმეტყუელებდა ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს ყოველთაებრ სიტყუათა იერემიასთა.
21. და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთა ძლიერთა მისთა და ყოველთა მთავართა სიტყუანი მისნი, და ეძიებდეს მოკლვად მას. და ესმა ურიას და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.
22. და განავლინნა მეფემან იოაკიმ იელდათარ, ძე ოხრისი, და კაცნი მის თანა ეგჳპტედ.
23. და გამოიყვანეს იგი მიერ და მოიყვანეს იგი მეფისა მიმართ იოაკიმისსა. და მოკლა იგი მახჳლითა და შთააგდო იგი სამარესა ძეთა ერისა მისისათასა,
24. გარნა ჴელი აქიკამისი, ძისა საფანისი, იყო იერემიაჲს თანა არამიცემად, იგი ჴელთა ერისათა, არმოკლვად იგი.