მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იერემია წინასწარმეტყველი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 21 

 

1. სიტყუაჲ ქმნილი იერვმიაჲს მიმართ უფლისა მიერ, ოდეს მიავლინა მისდამი სედეკია მეფემან პასხორ, ძე მელქისი, და სოფონია, ძე მაასესი, მღდელისაჲ, მეტყუელმან:

 

2. ჰკითხე ჩუენთჳს უფალსა, რამეთუ ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, ზედდადგრომილ არს ჩუენ ზედა. უკუეთუ ყოს, ვითარ უფალმან ჩუენ თანა ყოველთაებრ საკჳრველებათა მისთა და წარვიდეს ჩუენგან.

 

3. და თქუა მათდა მიმართ იერემია: ესრეთ თქუთ სედეკიაჲს მიმართ.

 

4. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე გარდავაქცინე საჭურველნი საბრძოლელნი თქუენნი, რომელი არს ჴელთა თქუენთა, რომელთა მიერ ებრძვით თქუენ მათ მიერ მეფესა ბაბილონისასა და ქალდეველთა, შემჴშველთა თქუენთა გარეთ ზღუდისა, და შემოვიყვანნე იგინი საშუალ ქალაქისა ამის.

 

5. და გებრძოლო თქუენ მე ჴელითა განმარტებულითა და მკლავითა ძლიერითა გულისწყრომისა თანა და რისხვისა დიდისა.

 

6. და მოვსრნე ყოველნი დამკჳდრებულნი ქალაქსა ამას შინა: კაცნი და საცხოვარნი სიკუდილისა მიერ დიდისა, და მოკუდენ.

 

7. და შემდგომად ამათსა ესრეთ იტყჳს უფალი: მივსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და ყრმანი მისნი და ერი დაშთომილი ქალაქსა ამას შინა სიკუდილისაგან და მახჳლისა და სიყმილისა ჴელსა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვანისასა, და ჴელთა შინა მტერთა მათთა, და ჴელთა შინა მეძიებელთა სულთა მათთასა, და დაჭრნენ იგინი პირითა მახჳლისაჲთა. არა ვერიდო მათ ზედა, და არ შევიწყალნე იგინი და არცა ულხინო მათ.

 

8. და ერისა ამის მიმართ სთქუა: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მიგეც წინაშე პირსა თქუენსა გზა ხარებისა და გზაჲ სიკუდილისაჲ.

 

9. მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ, და გამომავალი განშორებისათჳს ქალდეველთა მიმართ, შემაწყუდეველთა თქუენთა, ცხონდეს, და იყოს სული მისი საიავროდ და ცხონდეს

 

10. მით, რამეთუ განვიმტკიცე პირი ჩემი ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ, - თქუა უფალმან, - ჴელთა მეფისა ბაბილოვანისათა მიეცეს, და მოწუას ეგე ცეცხლითა.

 

11. სახლმან მეფისა იუდაჲსმან ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

 

12. სახლო დავითისაო, - ამათ იტყჳს უფალი, - შჯიდით განთიად სასჯელსა და წარმართებდით, და განარინებდით მიხუეჭილსა ჴელისაგან მიმხუეჭელთა მისთაჲსა, რათა არა აღეგზნას, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ ჩემი, და დასწვიდეს და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან სიცრუისა სიმარჯუეთა თქუნთასა.

 

13. აჰა, მე შენდამი დამკჳდრებულისა ღელესა სორისსა ველობსა, - ეტყჳს უფალი მეტყველთა, - ვინ შემაშინნეს ჩუენ, ანუ ვინ შევიდეს სამკჳდრებელსა ჩუენსა?

 

14. და ზედმოვიხილო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან, - და აღვაგზნე ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოჲსნი მისნი.

 

 21